სითბური დარტყმა – მდგომარეობა, როცა ადამიანის შინაგანი ტემპერატურა ძალიან მაღალია, ხშირად 104 F (40 C). შინაგანი ტემპერატურა იზრდება, როცა გარემოს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა სხეულს ოფლის გამოყოფით და სუნთქვით გაგრილების საშუალებას არ აძლევს.
სითბური დარტყმის განვითარების მიხედვით პაციენტს აღენიშნება გახშირებული გულისცემა, წყვეტილი სუნთქვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, კუნთების კრუნჩხვები და გონების დაბინდვა. პაციენტმა შეიძლება გონება დაკარგოს.
სითბური დარტყმა სამედიცინო ჩარევის გარეშე ხშირად ფატალურად სრულდება.
სითბური დარტყმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ ხშირად ხანდაზმულებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებზე გავლენას ახდენს. ეს იმიტომ, რომ ასაკოვან სხეულში გაგრილების უნარი მცირდება. გარდა ამისა, ბევრი გავრცელებული მედიკამენტი, რომელთაც არტერიული წნევის, კრუნჩხვების და ფსიქიკური აშლილობის საკონტროლოდ ვიყენებთ, ტემპერატურაზე ადამიანის რეაგირების უნარს ამცირებს. რისკი კიდევ უფრო იზრდება, როცა ადამიანმა ანომალური სიცხის შესახებ არ იცის, სახლში კონდიციონერი არ აქვს და შემოწმება არავის შეუძლია.
ასაკის გარდა სითბური დარტყმის რისკს სიმსუქნე, დიაბეტი და გულის დაავადებები ზრდის.
Vivien გიზიარებთ ამერიკელი ექიმის, გაბრიელა ნილას 3 რჩევას, თუ როგორ აიცილოთ თავიდან პოტენციური სასიკვდილო მდგომარეობა:
ტენიანობა შეინარჩუნეთ. ცხელ ამინდში წყლის მიღება გაზარდეთ. ტკბილ სასმელებს და ალკოჰოლს მოერიდეთ. თუ ექიმმა გულის უკმარისობის ან სხვა დიაგნოზის გამო წყლის მიღება შეგიზღუდათ, ანომალური სიცხის დროს ექიმთან კავშირი შეინარჩუნეთ, რომ სამედიცინო გართულებები თავიდან აიცილოთ.
დასვენება. დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში, 10-დან 17 საათამდე არ ივარჯიშოთ. ასევე ვარჯიშის შემდეგ უფრო დიდხანს დაისვენეთ, როცა ტემპერატურა და ტენიანობა იზრდება. და ბოლოს გრილი ადგილი იპოვეთ.
ასევე დაგეხმარებათ:
მსუბუქი, ჰაეროვანი ტანსაცმელი ატარეთ; მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ; წყალი შეისხურეთ და ვენტილატორის წინ დაჯექით; გრილი აბაზანა ან შხაპი მიიღეთ; ცივი კომპრესი ყელზე, იღლიის ქვეშ ან თავზე დაიდეთ;