როდესაც აკადემიკოს მიკულინს ჯანმრთელობის გამო სამსახურის დატოვება მოუწია, სასო არ წარეკვეთა. პირიქით, ორიგინალური გამაჯანსაღებელი სისტემის შემუშავება დაიწყო, რომელიც დაავადებებს დაგავიწყებთ და დიდხანს, სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. მიკულინის მიკროვარჯიში რეკომენდებულია მათთვის, ვისთვის სპორტი უკუჩვენებულია, მაგრამ აქტიური ცხოვრების შენარჩუნება სურთ.
ალექსანდრე მიკულინი საბჭოთა მეცნიერი და გამოჩენილი ინჟინერი იყო. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ინფარქტის გადატანამ საკუთარ ჯანმრთელობაზე პირველად დააფიქრა. მას სამსახურის დატოვება მოუწია, რის შემდეგ ალტერნატიული მედიცინის საკითხმა დააინტერესა. 81 წლის ასაკში მიკულინმა სამედიცინო ინსტიტუტი დაასრულა, შემდეგ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. 1 წელში გამოაქვეყნა წიგნი „აქტიური დღეგრძელობა“, სადაც ვიბროტანვარჯიშის მეთოდი აღწერილი იყო.
მიკულინის ტანვარჯიში: დღეგრძელობის საიდუმლო
აკადემიკოსმა უნიკალური ვარჯიში შექმნა, რომელიც მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ის მხოლოდ ერთ მარტივ ვარჯიშს წარმოადგენს, რომელიც ქუსლების იატაკზე დარტყმებით ერთგვარ რყევებს მოიცავს. მეთოდი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ვენების დახშობას ხელს უშლის და წნევას არეგულირებს. გარდა ამისა, ტვინის მუშაობა უმჯობესდება და თავის ტკივილი და სიმძიმე ქრება.
როგორ ვივარჯიშოთ
ვარჯიშის შესასრულებლად შიშველი ფეხებით მყარ, გამძლე ზედაპირზე დადექით. მასზე სწორად დადექით, ტერფები შეაერთეთ და კბილები ერთმანეთს დააჭირეთ. ხელები თქვენ წინ, ერთი ხელისგული მეორეს დაადეთ.
თითის წვერებზე დადექით და ხელები ქვემოთ დაწიეთ, შემდეგ მკვეთრად დაუშვით, ქუსლებით იატაკზე მსუბუქად დააკაკუნეთ. ასეთი მსუბუქი დარტყმის შედეგად ვენური სარქველები ქვემოდან ზემოთ მოძრაობისთვის დამატებით იმპულსს იღებენ.
ვიბროვარჯიში შეგიძლიათ ყოველდღე (დღეში რამდენჯერმე) შეასრულოთ. აუჩქარებლად ივარჯიშეთ. თავიდან 1 წუთით დაიწყეთ, თანდათან რაოდენობა გაზარდეთ, დღეში 5–ჯერ ივარჯიშეთ (30 გამეორება).
ასეთი მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სამსახურში დიდხანს ჯდომა ან დგომა უწევს. ვიბროვარჯიში კარგია მათთვის, ვისთვისაც სირბილი ან სწრაფი სიარული აკრძალულია.
განა გასაკვირი არაა, რომ ერთი მარტივი ვარჯიში შეიძლება ასეთი სასარგებლო იყოს? ვიმედოვნებთ, რომ ინფორმაცია ვინმეს გამოადგება. თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ.