მღვრიე შარდი შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეული იყოს და ყოველთვის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. თუ ამას ახლავს უმიზეზო ტკივილი ან სისხლი, დაუყონებლივ ეცადეთ, პირველი მიზეზი იპოვოთ. შარდი, არსებითად, ჭარბი წყლის და ორგანიზმის ნარჩენი პროდუქტების ნარევია. სხვადასხვა დაავადება შარდზე გავლენას ახდენს, მათ შორის ფერს ცვლის: ღია ყვითელიდან ან მღვრიე ნაცრისფერამდე.Vivien გიამბობთ, თუ რა შეიძლება იყოს შარდის გამუქების მიზეზი.
გაუწყლოება – თუ ნაკლებ სითხეს იღებთ, ეს შარდის გამუქებას გამოიწვევს. Healthline–ს თანახმად, მღვრიე შარდი, რომელიც საკმაოდ მუქია, ხშირად გაუწყლოების აშკარა ნიშანია.ძლიერი გაუწყლოება სხვა სიმპტომებსაც იწვევს, მათ შორისაა თვალების სიმშრალე და თავბრუსხვევა.
საშარდე გზების ინფექცია – საშარდე გზების ინფექცია მღვრიე შარდის ერთ–ერთი მეტნაკლებად ხშირი მიზეზია. ჩვეულებრივ, ფერის შეცვლას თან ახლავს უსიამოვნო სუნი შარდვის დროს. ამღვრევა შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი ჩირქით ან საშარდე გზებში სისხლით ან ლეიკოციტების დაგროვებით, როცა ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლას ცდილობს.
თირკმლებში კენჭები- თირკმლებში კენჭები, ანუ თირკმლებში მინერალების დაგროვება. მსხვილი კენჭები საშარდე გზებს კეტავს და ინფექციას იწვევს. შარდში მოხვედრილი ნებისმიერი ჩირქი მას მღვრიეს ხდის. თირკმლებში კენჭებმა შეიძლება ნეკნების ოდნავ ქვემოთ, ასევე წელში ტკივილი გამოიწვიოს.
დიეტის შეცვლა- გარკვეული პროდუქტების მიღებამ შეიძლება შარდის ფერი შეცვალოს. მაგალითად, რაციონში D ვიტამინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება შარდის გამუქება გამოიწვიოს.
შაქრიანი დიაბეტი – ზოგჯერ მღვრიე შარდი სისხლში შაქრის მაღალი დონით არის გამოწვეული. დიდი ალბათობით, ეს დიაბეტით არის გამოწვეული, თუ მას აუხსნელი დაღლილობა, ძლიერი წყურვილი და ჩვეულებრივზე ბევრი შარდვა ახლავს.