5 ნაკლებად ცხადი სიმპტომი, რომლითაც ნევროლოგს უნდა მიმართოთ

1865

არიან პაციენტები, რომელთაც სამედიცინო წრეებში მოხეტიალეებს უწოდებენ. ისინი ერთი სპეციალისტიდან მეორესთან გადადიან, გაგებას და დახმარებას ითხოვენ. ზოგჯერ იმედის მიღებისას ყოვნდებიან, შემდეგ კვლავ, როცა დადებით შედეგს ვეღარ გრძნობენ, მეორე ექიმის კართან აკაკუნებენ. თერაპევტთან მიდიან, ის კარდიოლოგთან აგზავნის. კარდიოლოგი ამბობს, რომ ენდოკრინოლოგი გჭირდებათ, შემდეგ გასტროენტეროლოგთან, შემდეგ ფსიქოთერაპევტთან და ა.შ. ასევე ამ პროცესში ზოგჯერ ექიმის დანიშნულებით, ზოგჯერ პირად ინიციტიავით სასოწარკვეთილი პაციენტები სისხლის სხვადასხვა ანალიზს და შარდს აბარებენ, ყველა შინაგან ორგანოს სხვადასხვა მეთოდით იმოწმებენ. ასე ხეტიალობენ.

ნევროლოგამდე სქელი საქაღალდით მიდიან, რომელიც სპეციალისტების დასკვნებით და გამოკვლევების და ანალიზების შედეგებით სავსეა. თვალებში კი სასოწარკვეთა და, სამწუხაროდ, ხშირად რწმენის დაკარგვა ჩანს. არადა მათ სწორედ ნევროლოგი სჭირდებათ, თან ვიწრო სპეციალიზაციის – ვეგეტოლოგი. ელენა ბელენკო, ნევროლოგი, ვეგეტოლოგი, მედიცინის მეცნიერების კანდიდატი, „ვეგეტატიური ნევროლოგიური კლინიკური ცენტრის“ თანადამფუძნებელი გიამბობთ, თუ რომელმა ნიშნებმა უნდა დაგაეჭვოთ, რომ ნევროლოგთან მისვლა გჭირდებათ.

1. გულის მუშაობის შეწყვეტის შეგრძნება, გულისცემის გაუგებარი გახშირება – რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც გულის მუშაობის ცვლილება აწუხებს, პირველ რიგში, კარდიოლოგს მიმართავს. ეს ლოგიკურია. მას ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოგრაფიას, გულის მუშაობის 24 საათიან მონიტორინგს დაუნიშნავენ. ეს სწორია, გულის პათოლოგია აუცილებლად უნდა გამოირიცხოს. თუ მნიშვნელოვანი გადახრები არ გამოვლინდა, ნევროლოგთან გაუშვებენ, რადგან იეჭვებენ, რომ არა გულის მუშაობა, არამედ ამ მუშაობის მართვაა დარღვეული.

საქმე იმაშია, რომ გულის მუშაობას მართავს ვეგეტატიური კვანძები და წნულები, რომელიც სიმპატიკური და პარასიმპატიკური ბოჭკოებისგან შედგება. უფრო ზუსტად – 3 წყვილი ნერვული სიმპატიკური კვანძი კისრის დონეზე და პარასიმპატიკური ნერვები –კისრის და გულმკერდის ნაწილის მოხეტიალე ნერვის ტოტები. სიმპატიკური ნერვები გულის მუშაობას აჩქარებენ ან გულისცემას აძლიერებენ. ჩვეულებრივ, ეს ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის მომენტში ხდება. ძველად ნერვული სისტემის ასეთი რეაქცია გადარჩენას უზრუნველყოფდა. მტრისგან გაქცევისას გული ინტენსიურად მუშაობდა, მომუშავე კუნთებს და გადაწყვეტილების მიმღებ ტვინს სისხლს აწვდიდა.თანამედროვე ადამიანსაც ასეთი რეაქციები დარჩა. ხშირად ისე ხდება, რომ სტრესი დიდი არაა, ზოგჯერ მიზეზიც არ არსებობს, ხოლო რეაქცია არის. ეს უკვე დაავადებაა და საქმეში ნევროლოგი უნდა ჩაერიოს.

2. არასრული ჩასუნთქვის შეგრძნება – ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჰაერი არ გვყოფნის, ღრმად ჩასუნთქვა გვსურს. მაშინაც კი, როცა ადამიანი ზის და განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ღრმად ჩასუნთქვის მოთხოვნა ჩნდება. სიტუაცია სიარულის და ლაპარაკის დროს მწვავდება. ასეთი ჩივილით პირველ რიგში თერაპევტთან მიდიან, ფილტვების მდგომარეობას ამოწმებენ, შემდეგ ენდოკრინოლოგთან, რომ ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგია გამოირიცხოს. თუ აქაც პრობლემა ვერ იპოვეს, ნევროლოგთან მიდიან. საქმე იმაშია, რომ ფილტვების მუშაობას უზრუნველყოფს ორი წყვილი ყელის სიმპატიკური კვანძი, მოხეტიალე ნერვის ბრონქული ტოტები, ასევე თავის ტვინის სუნთქვის ცენტრი. უკვე საკმარისად რთული ურთიერთობაა. ისინი გლუვი კუნთების და ბრონქების ლორწოვანი გარსის მუშაობას, ფილტვების სისხლძარღვების ტონუსს არეგულირებენ. ასევე სუნთქვის მოძრაობის მოცულობასა და სიხშირეზე გავლენას ახდენს.

3. ჭამის შემდეგ მუცელში სიმძიმე, მუცლის შებერილობა, გაზრდილი მეტეორიზმი, განავლის დარღვევა – უკიდურესად უსიამოვნო ჩივილი. ასეთი პრობლემების დროს პაციენტს არა მხოლოდ ფიზიკური ტანჯვა აწუხებს, არამედ მთელი ცხოვრება მათზე მორგება უწევს. მაგალითად, რესტორნებზე, მეგობრულ ვახშამზე უარის თქმა. იმიტომ, რომ შეიძლება მუცელში დისკომფორტი იგრძნოს ან ტუალეტში გაქცევა დასჭირდეს. ასეთი პაციენტები ახალ, უცნობ ადგილებში მოგზაურობას გაურბიან, თან ფიქრობენ „თუ მოულოდნელად მუცელი შემაწუხებს, გაუგებარია, სად ვიპოვო ტუალეტი“გასტროსკოპიის მრავალჯერადი გამეორება და კუჭ–ნაწლავის სხვა გამოკვლევები მნიშვნელოვანი გადახრების აღმოჩენას ვერ შეძლებენ. კუჭის წყლულიც ზემოხსენებულ ტანჯვას სრულად არ ამართლებს.

რა როლს ასრულებს ნერვული სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში? თითოეული ნაწილის მუშაობას, საყლაპავიდან სწორ ნაწლავამდე სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვები უზრუნველყოფს. ისინი მუცელზე მრავალ წნულს ქმნიან, რომელთაგან ყველაზე ცნობილია მზის წნული, ასევე ზედა და ქვედა მეზენტერიული წნულები.თუ ძველი ადამიანის მაგალითს დავუბრუნდებით, საშიშროების მომენტში კუჭ–ნაწლავის ტრაქტი მუშაობას ანელებს. რაში სჭირდება ნაწლავებს მუშაობა გაქცევის დროს. ხოლო რამ შეაშინა თანამედროვე ადამიანის ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ამას ნევროლოგ–ვეგეტოლოგი გაარკვევს.

4. ღამით ნაადრევად გაღვიძება – ნაადრევი გაღვიძება მაღვიძარის გარეშე, მზის პირველ სხივებზე ან მის გარეშე, ერთ–ერთი პირველი სიგნალია, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემა სტრესშია და მალე თავის მოვალეობებს ვეღარ შეასრულებს.ხშირად ასეთი გაღვიძების შემდეგ ძილის გაგრძელება შეუძლებელია, უფრო ზედაპირულად შეიძლება დაიძინოთ.

ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობას ციკლს, დღის ცვლის ფაზებს ემორჩილება. ღამით ყველა აქტიური პროცესი, რომელზეც ნერვული სისტემის სიმპატიკური ნაწილია პასუხისმგებელი, ქრება. ნორმაში, ამ პერიოდში პარასიმპატიკური ნაწილის მუშაობა ჭარბობს, რაც ღრმა ძილს, მოდუნებას და აღდგენას უზრუნველყოფს. ვეგეტატიური დისფუნქციის და შინაგანი სტრესის დროს სიმპატიკური ნაწილის მუდმივად მაღალი ტონუსი აღინიშნება. ასეთ სიტუაციაში პარასიმპატიკური ნაწილი მისთვის გამოყოფილ ძილის ფაზაში ნორმალურად ვერ მუშაობს.სწორედ ამიტომ, სრულყოფილი, ღრმა, აღმდგენი ძილის გაქრობა არ უგულებელყოთ. გზის დასაწყისში ვეგეტატიური დისფუნქციის გამოსწორება უფრო სწრაფად და მარტივად ხდება.

5. ქრონიკული დაღლილობა – დილიდან დაშლის, სისუსტის, ძალების ნაკლებობის შეგრძნება. დღისით მუშაობა ძალდატანებით ხდება. მარტივი ამოცანა, რომელსაც ადამიანი ადრე მარტივად უმკლავდებოდა, ახლა ძალიან რთული ეჩვენება.პირველ რიგში, ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი, ანემიის არსებობა უნდა გამოირიცხოს. ფარისებრი ჯირკვლები უნდა შეისწავლოთ, ორგანიზმზე სხვადასხვა ვირუსის გავლენა გამორიცხოთ. შესაძლოა, ყველაფერი ნორმაშიია. როგორც წესი, ამას მოყვება „კეთილმოსურნეთა“ რჩევების ეტაპი, რომ საკუთარ თავს შეეშვათ. მაგრამ ამას ეფექტი არ ექნება.

ერთ–ერთი კვლევის ფარგლებში ქრონიკული დაღლილობის მქონე პაციენტებს დაღლილობის განსახიერება შესთავაზეს. სავარჯიშო ველოსიპედის ბორბლების ტრიალს გადაულახავ დაღლილობამდე სთხოვდნენ. შემდეგ ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობას იკვლევდნენ. დადგინდა, რომ დაღლილობის დროს ორივე ნაწილის (სიმპატიკური და პარასიმპატიკური) მუშაობაში მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნება. ამ გადახრებს ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმის მორგების უზრუნველყოფა არ შეუძლია.

ამრიგად, ფიზიკური დაღლილობა ახირება არაა, არამედ მიშვებული მდგომარეობა. ეს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დახმარების სიგნალი და ნევროლოგთან მისვლის მიზეზია.ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სასიკვდილო არაა, თუმცა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ასეთი პრობლემებით დიდხანს შეგიძლიათ იცხოვროთ, ოღონდ საკითხავია რამდენად ბედნიერად. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე სხვადასხვა დატვირთვაზე, გარემოს ზემოქმედებაზე ორგანიზმის ადაპტაციას უზრუნველყოფს. ექსტრემალური სტრესის ზემოქმედებით ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობა ირღვევა, მას კი, შინაგანი ორგანოების დარღვევა მოსდევს. ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობის აღდგენაში დაგეხმარებათ სპეციალისტი, კერძოდ ნევროლოგი, კიდევ უკეთესი, თუ ნევროლოგ–ვეგეტოლოგი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს