ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციას იწვევს კალციუმი, იმის მსგავსი, რომელსაც კბილები შეიცავს. ეს ჰიდროქსიაპატიტი (სურათზე ვარდისფერია) და ცილა ამელოტინი (მწვანე) თვალის კაკლის უკანა კედელზე ნალექებს ქმნის, რაც ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.თვალის კაკლის უკანა კედელზე მინერალების დალექვამ შეიძლება ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაცია დააჩქაროს, რაც 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხედველობის დაქვეითების ძირითადი მიზეზია.ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ცილა ამელოტინი, რომელიც მინერალების ნალექის ფორმირებაში მონაწილეობს და ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციას იწვევს. თუ ეს ახალი აღმოჩენა დადასტურდება, შეიძლება მხედველობის ასაკობრივი გაუარესების თავიდან აცილება შევძლოთ.
„ნალექებში ამელოტინის ძებნა მინერალიზაციის შენელების მიზნით განხორციელდა. თუ პროცესში მისი მონაწილეობა დადასტურდება, ეს ახალი მკურნალობის მეთოდის გააჩენს“ – ამბობს იმრე ლენგელი, ოფთალმოლოგი ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტიდან (შოტლანდია), რომელსაც კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.
ნალექი, რომელიც პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს, შედგება მინერალიზებული კალციუმისგან, რომელსაც ჰიდროქსიაპატიტი ჰქვია და ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის ქვეშ ჩნდება – უჯრედების ფენა, პირდაპირ ბადურის უკან, რომელიც ფოტომგრძნობიარე ჩხირებს და კოლბებს იცავს. ამ ნალექებმა შეიძლება მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს, ბადურის ფოტომგრძნობიარე უჯრედებში ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების მიწოდება შეაფერხოს. ეს ადამიანის მხედველობას ამახინჯებს, „სურათს“ უფრო ბუნდოვანს ხდის.ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა ლაბორატორიაში ბადურის პიგმენტური ეპითელური უჯრედები გაზარდეს, შემდეგ მათ „შიმშილი“ აიძულეს, მკვებავ ნივთიერებებთან წვდომა შეუწყვიტეს. „დაავადების ერთ–ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სისხლძარღვები სისხლს არ აწვდის, ხოლო მკვებავი ნივთიერებების და ჟანგბადის დეფიციტი დაავადების მთავარი მიზეზი ხდება“ – განმარტავს ოფთალმოლოგი გრემ უისტოუ, თვალის ეროვნული ინსტიტუტიდან.მკვებავი ნივთიერებების დეფიციტმა ამელოტინის წარმოება გამოიწვია, რაც თავის მხრივ კალციუმის ნალექების წარმოქმნას ხელს უწყობს. ამელოტინის პროცესის დაბლოკვამ ნალექების წარმოქმნის პროცესი შეაჩერა. „საუკეთესო შესაძლო შედეგი შეიძლება იყოს ამელოტინის ისე შეზღუდვა, რომ ჰიდროქსიაპატიტის დაგროვება შეფერხდეს ან საერთოდ თავიდან აცილებულ იქნეს. ასე ადამიანები კარგი მხედველობის შენარჩუნებას შეძლებენ“ – ამბობს უისტოუ.