დღეს Vivien გიამბობთ ფარისებრი ჯირკვლების შესახებ, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა პროცესს აკონტროლებს. განსაკუთრებით ნივთიერებათა ცვლას (საკვების დაშლის და ორგანიზმისთვის აუცილებელ ნაერთად გადამუშავების ბიოქიმიური პროცესი). ფარისებრი ჯირკვლის არასწორი მუშაობა მისი ჰორმონების ჭარბ ან დეფიციტურ წარმოებას იწვევს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები, წონის უეცარი რყევები, განწყობის ცვლილება და ა.შ.
დღეს გიამბობთ იმ ძირითად პროდუქტებზე, რომლებიც ფარისებრ ჯირკვლებზე დამღუპველ გავლენას ახდენენ და რომლებიც სჯობს თქვენი ცხოვრებიდან ამოიღოთ.
1. შაქარი
პირველ რიგში, ექიმები შაქრის შემცირებას გირჩევენ, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გაქვთ. არსებობს გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა შეიძლება შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს.
2. იოდი
ბევრმა იცის, რომ იოდის დეფიციტი ფარისებრ ჯირკვლებს დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ უმეტესობა მათგანმა არ იცის, რომ ჭარბი იოდი ფარისებრ ჯირკვლებს უფრო მეტად აზიანებს. ცალკეული დაავადებების შემთხვევაში ექიმები იოდის შემცველი პროდუქტების მიღებას კრძალავენ, ამან შეიძლება ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსი დაარღვიოს. პირველი პროდუქტი, რომელიც ბევრ იოდს შეიცავს და რომელთანაც ფრთხილად უნდა იყოთ: ზღვის კომბოსტო ან ლამინარია.
3. გლუტენი
გლუტენი ან მარცვლეულის ცილა (ხორბალი, ქერი, ჭვავი). ბევრი დიეტოლოგი გირჩევთ, რომ რაციონში გლუტენის წილი შეამციროთ, რადგან ამან შეიძლება არა მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალზე, არამედ ნაწლავებზე გავლენა მოახდინოს.
4. სოიო
სოიო და მისგან მომზადებული პროდუქტები მცენარეული საკვებია, მაგრამ მათი ბოროტად მიღება სახიფათოა, რადგან სოიო პროცესებს ანელებს. ხშირი მოხმარებისას ფარისებრი ჯირკვალი იოდს ცუდად ითვისებს, რაც ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
5. ჯვაროსანი ბოსტნეული
ჯვაროსანთა ოჯახის უმი ბოსტნეული: ბოლოკი, კომბოსტო, თალგამი. ეს პროდუქტები საშიშია მათთვის, ვისაც იოდის დეფიციტი აწუხებს. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტები ბევრ გლუკოზინალატს შეიცავს, რომლებიც იოდდეფიციტურ ორგანიზმში მოხვედრისას ჩიყვს (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება) აჩენს.
6. კოფეინი
კოფეინის ჭარბად მიღება (არა მხოლოდ ყავა, არამედ შავი და განსაკუთრებით, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი, თუ ნამდვილია, და ენერგეტიკული სასმელები). კოფეინის ჭარბად მიღება კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) ზრდას იწვევს. თავის მხრივ, კორტიზოლი ფარისებრ ჯირკვლებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
7. ზოგიერთი თევზი
ზოგიერთი თევზი, მაგალითად, თინუსი და სკუმბრია. მათში ვერცხლისწყალი შედის, რომელიც ტოქსიკურია და შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. ვერცხლისწყალს ფარისებრი ჯირკვალი აქტიურად შთანთქავს და ამან შეიძლება ჰორმონების მუშაობა დაარღვიოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების სრულად ამოღება საჭირო არაა. უბრალოდ საკუთარი შეგრძნებებით ამ პროდუქტების მიღება აკონტროლეთ.