ბევრი სახეობის სიმსივნის აღმოჩენა ნაადრევ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, თუმცა უჩვეულო შეგრძნებებმა შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაიძულოთ.
ინგლისის მედიცინის პროფესორი, კაროლ სიკორი თვლის, რომ სანამ ექიმთან მისვლას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ორგანიზმში ცუდი ცვლილებების შესახებ დამოუკიდებლად გაიგოთ. Vivien გიამბობთ, რომელ 2 ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება და როდის ღირს სრული გამოკვლევის ჩატარება სიმსივნის დროულად აღმოსაჩენად და სამკურნალოდ.
ვინ იცის ადამიანზე უკეთ საკუთარი ორგანიზმი, საკუთარი სხეული? მხოლოდ თავად ადამიანმა.
თუ სხეულზე მოულოდნელად გაჩნდა რაღაც წანაზარდები (ლაქი, ხალი, ამოზნექილი ბორცვი, შეშუპება, გაუგებარი კოპი და სხვა უჩვეულო ნიშნები), აუცილებლად გამოკვლევა უნდა გაიაროთ.
დიდი ალბათობით, საშიში არაფერია. და მაინც, თუ სიმსივნეა, სავარაუდოდ, ნაადრევ ეტაპზე, მაშინ უმეტესობა მათგანი წარმატებით იკურნება.
სახიფათო სიმპტომების მეორე მნიშვნელოვანი ნიშანია ადამიანის ზოგადი განწყობა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ თითოეული ჩვენგანი თავს ცუდად გრძნობს, თავბრუსხვევა ან ტკივილი, ჩხვლეტა, მთელ სხეულში სისუსტე გვაწუხებს.
თუ მსგავსი სიმპტომები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ალბათ, სჯობს დაფიქრდეთ, რომ რაღაც რიგზე არაა.
საუკეთესო ვარიანტი: არ მოუსმინოთ მეგობრებს ან ახლობლებს ან იმას, რასაც ინტერნეტში ნახავთ. პირდაპირ სპეციალისტთან სრული გამოკვლევისთვის მიდით.
დაავადება სჯობს ნაადრევ ეტაპზე იპოვოთ, როცა გამოჯანმრთელების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ხშირად ონკოლოგია განაჩენი მხოლოდ მაშინ არის, როცა დაავადება იმ ეტაპამდე განვითარებულია, როცა ექიმები უკვე გვერდზე იყურებიან.