მე–2 ტიპის დიაბეტი სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება ორგანიზმის დაზიანება გამოიწვიოს. სისხლში შაქრის დონის დარღვევის მეტნაკლებად თვალსაჩინო ზოგიერთი ნიშანი დიაბეტურ ნევროპათიას მიეკუთვნება.ესაა გართულება, როცა სისხლში შაქრის მაღალი დონე მთელ ორგანიზმში ნერვებს აზიანებს.როგორც Diabetes UK განმარტავს, ნევროპათიამ შეიძლება ორგანიზმში ზოგადი შეგრძნებები გამოიწვიოს:
გაშეშება, ჩხვლეტა, ტკივილი
„თავიდან შეიძლება უმნიშვნელო იყოს და შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან მდგომარეობა თანდათან ვითარდება. თუმცა ზოგიერთი ტიპის დიაბეტური ნევროპათიის დროს ტკივილი მოულოდნელად და ძლიერ ჩნდება“ – განმარტავს Diabetes Uk.
დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ტერფის ან ხელის კუნთების სისუსტე, კუჭის მოუნელებლობა, გულისრევა და ღებინება, დიარეა, ყაბზობა, შარდის პრობლემები, იმპოტენცია, საშოს სიმშრალე, თავბრუსხვევა, კიდურებში სისუსტე.
რა უნდა გააკეთოთ? – NHS–ის (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური) თანახმად, თერაპევტს უნდა მიმართოთ, თუ მე–2 ტიპის დიაბეტის რაიმე სიმპტომი გაქვთ, ან თუ შიშობთ, რომ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ.„თქვენ დაგჭირდებათ სისხლის ანალიზის გაკეთება. ამისთვის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში მისვლა მოგიწევთ“.რაც უფრო ადრე დასვამთ დიაგნოზს და დაიწყებთ მკურნალობას, მით უკეთესი. დროული მკურნალობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარების რისკს ამცირებს.