ენდოკრინოლოგმა წიწიბურას ფაფის გვერდითი ეფექტები დაასახელა

1050

წიწიბურას ფაფა ჰიპოალერგიული პროდუქტია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების დროს კომპლექსური მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის დიეტაში ხშირად რთავენ. ზოგიერთ შემთხვევაში წიწიბურას მარცვლების კერძმა შეიძლება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გამოიწვიოს.

„წიწიბურას მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა დიდი იშვიათობაა. პრობლემები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრ წიწიბურას ფაფას შეჭამთ: მასში შემავალმა უჯრედისებმა შეიძლება შებერილობა და გაზების დაგროვება გამოიწვიოს“ – ამბობს ტატიანა ბოჩაროვა, ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი.

სწორედ ამიტომ, თუ ნაწლავების პრობლემები გაქვთ, წიწიბურა ხორციან ნახევარ ფაბრიკატებთან ან ცხიმიან თევზთან ერთად არ მიირთვათ, რადგან შედეგად კუჭში სიმძიმის შეგრძნება შეგაწუხებთ. გარდა ამისა, წიწიბურას მდუღარე წყალი არ უნდა დაასხათ, არამედ მოხარშოთ. ამ შემთხვევაში, ორგანიზმი წიწიბურას მარცვლებს უკეთ მოინელებს.

აღსანიშნავია, რომ წიწიბურას ფაფის რეგულარული მიღება 45+ ასაკის ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის. წიწიბურას მარცვლებმა მაქსიმალური სარგებელი რომ მოგიტანოთ, მეცნიერები წიწიბურას და კალიუმის შემცველი პროდუქტების ცალ–ცალკე მიღებას გირჩევენ. ამ კერძებს შორის ოპტიმალური ინტერვალი დაახლოებით 5 საათია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს