მეცნიერებმა ღვიძლზე ყავის მოულოდნელი გავლენა აღმოაჩინეს

1834

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრი ორგანოა. მისი სწორი და უწყვეტი მუშაობა ყველა შინაგან სისტემაზე გავლენას ახდენს. ბრიტანელი მეცნიერები 11 წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდნენ იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს ყავა ღვიძლის ფუნქციაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ყავის ზომიერი მოხმარებისას ამ ორგანოს სხვადასხვა დაავადების განვითარების ალბათობა მცირდება.

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ღვიძლის დაავადებები ნაადრევი სიკვდილის ერთ–ერთ მიზეზად დაასახელეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს რიცხვი წელიწადში 1,32 მლნ ადამიანია. სიკვდილიანობის შემთხვევები, ძირითადად, ცხოვრების საშუალო და დაბალი დონის ქვეყნებში ხდება.

BMC Public Health–ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დღეში 3-4 ულუფა სასმელი სტეატოზის, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, სხვადასხვა სახის ციროზის და ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვა დაავადების განვითარების რისკს 20%–ით ამცირებს. ამასთან, ყავის მოყვარულებში ლეტალური დასასრულის ალბათობა 49%–ით მცირდება.

კვლევაში მონაწილეობდნენ 40-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც თანახმა იყვნენ ანალიზის ჩასატარებლად დნმ–ს გაზიარებაზე, კვლევაში მონაწილეობაზე, თავისი მავნე ჩვევების და კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე. შემდეგ მეცნიერებმა ყველა დეტალი შეადარეს, რომლებიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ ყავას მოიხმარს საცდელი სუბიექტი, მით უფრო ნაკლებად აქვს ღვიძლის დაავადებისკენ მიდრეკილება. ეს ყველაზე მეტად ვლინდება იმ ადამიანებში, ვინც დაფქულ ყავას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ხსნად ყავას.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამ მნიშვნელოვანი ორგანოს დარეგულირება შეიძლება არა მხოლოდ ყავით, არამედ ალკოჰოლის რაოდენობის შემცირებით, ნორმალური წონის შენარჩუნებით, ფიზიკური ვარჯიშით და სწორი კვებით. თუმცა სასმელის მიღებას არ უნდა გადააჭარბოთ. მისი ჭარბი რაოდენობა სხვა ორგანოებსა და სისტემებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს