კოჭზე ფარული ნიშანი ქოლესტერინის მაღალ დონეზე მეტყველებს

1220

თავიდან ქოლესტერინის დაგროვება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ როცა მისი ჭარბი დონე ქრონიკული ხდება, კოჭის მყესებში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება.

ექიმები ქოლესტერინის მაღალ დონეზე საუბრისას LDL, ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალ დონეს გულისხმობენ. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებით წარმოქმნილი ქოლესტერინი სისხლის არტერიებში გროვდება და მათ ბლოკავს, ამით გულის შეტევის ან ინსულტის რისკს ზრდის.

ბევრი ადამიანი სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის ზრდას ვერ ამჩნევს. ხშირად ქოლესტერინი სახიფათო მაღალია, მაგრამ ადამიანი ამის შესახებ მხოლოდ საავადმყოფოში მოხვედრისას, მაგალითად, ინფარქტის დროს იგებს. სხვათა შორის, „პრობლემის ერთ–ერთი ფარული ნიშანი“ კოჭის მდგომარეობაა, კერძოდ ამ ზონაში წარმოქმნილი ქსანტომა. ამის შესახებ Express Health წერს.

რა არის მყესის ქსანტომა? ქსანტომა პატარა, მკვრივი, კანისფერი ამობურცული წამონაზარდებია, რომლებიც შეიძლება თითების გამშლელ მყესებსა და კოჭის მყესებზე განვითარდეს. გარეგნულად სახსრის მოხრისა და გაშლისას შეიძლება მყესებთან ერთად მოძრაობდეს. მათი გამოვლენა სიგნალია, რომ კოჭის მყესები ქოლესტერინით დაზიანდა.

რა გავლენას ახდენს ჭარბი ქოლესტერინი კოჭებზე? ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოლაგენთან მსგავსი ბიოქიმიური შემადგენლობის გამო ქოლესტერინის კომპონენტები შეიძლება სისხლს გამოეყოს და მყესებს მიეკვრას, ამით ანთება და გამაგრება გამოიწვიოს. საბოლოოოდ, ეს მყესების მთლიანობას აზიანებს. ამრიგად, იოგები უფრო ადვილად ზიანდება, წყდება. მიმდინარე ცვლილებები სიარულის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. მაგალითად, ადამიანს სიარულისას ტკივილი აწუხებს.

თუ ეჭვობთ, რომ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ, თერაპევტს მიმართეთ. სისხლის ანალიზი მეტნაკლებად ზუსტ დიაგნოზს იძლევა. გარდა ამისა, ექიმი მკურნალობის სტრატეგიას განსაზღვრავს: შესაძლოა, სტატინების მიღება დაგჭირდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს