საბჭოთა კავშირის პერიოდში წლების განმავლობაში თევზის ქონი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ნაწილი იყო. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს თევზის ქონს კოვზობით ასმევდნენ. ითვლებოდა, რომ მას ერის გაჯანსაღება შეეძლო: შესაძლო დაავადებების განკურნება და როგორც მინიმუმ, ნახევრის განკურნება. უფროსი თაობა დღემდე კრთება ამ სქელი საკვები დანამატის სპეციფიკური გემოსა და სუნის გახსენებაზე. პროფილაქტიკისთვის ხომ დღეში 1 კოვზის მიღება აუცილებლად უწევდათ! ვივიენი გიამბობთ, თუ რატომ აკრძალეს თევზის ქონის მიღება სსრკ–ში 7 წლით.
თევზის ქონის მიღება ყველაზე სასარგებლოა! – ნორვეგიელი ფარმაცევტის პიტერ მიოლერის წყალობით თევზის ქონი მე-19 საუკუნეში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ფარმაცევტი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც რაციონში თევზის რაოდენობასა და ანემიის, რაქიტის და ქათმის სიბრმავის განვითარებას შორის კავშირი დაინახა. მიოლერმა ორთქლზე დამუშავებით ვირთევზას ღვიძლიდან თევზის ქონის მიღების ტექნიკა შეიმუშავა. ასე უსიამოვნო სუნის თითქმის სრულად მოშორება შესაძლებელი გახდა.
მეწარმე ფარმაცევტმა თევზის ქონის საწარმოებლად რამდენიმე ქარხანა ნაჩქარევად გახსნა და ამ უნივერსალური სამკურნალო საშუალების აქტიური პროპაგანდა დაიწყო. ცოტა ხანში ამ პანაცეის წარმოება მთელმა მსოფლიომ დაიწყო.
თევზის ქონის პოპულარობა სსრკ–ში – მალე საბჭოთა კავშირის დიდი გონებებიც შეთანხმდნენ, რომ თევზის ქონი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. დამტკიცებულ იქნა, რომ თევზის ქონი ორგანიზმისთვის აუცილებელ A და D ვიტამინებს, ასევე ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება დაიწყეს რიგი დაავადებების დროს, როგორიცაა სკროფულოზი და ტუბერკულოზი. პედიატრები საოცარ წამალს პროფილაქტიკის მიზნით და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ნიშნავდნენ.
რატომ აკრძალეს თევზის ქონი 1970–იან წლებში
1970-იან წლებში გაყიდვები შემცირდა და მოულოდნელად თევზის ქონი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე აკრძალეს. მეცნიერებმა კვლევებით იპოვეს მტკიცებულება, რომ თევზის ღვიძლში პესტიციდები გროვდება. გარდა ამისა, ეკონომიის მიზნით საბჭოური თევზის ქონის წარმოებაში პატარა თევზი და შიგნეული გამოიყენებოდა. მათში უფრო მეტი ტოქსინი იყო. უწყვეტი მიღებისას მავნე ნივთიერებები ორგანიზმში გროვდება და მასზე ნეგატიურად აისახება. აკრძალვა მხოლოდ 7 წელი მოქმედებდა და 1997 წელს სრულად გაუქმდა. წარმოების ტექნოლოგია დაიხვეწა, ხოლო რეგისტრაციის სტანდარტები გამკაცრდა. შედეგად, პროდუქტი აფთიაქებში კვლავ გამოჩნდა, ოღონდ ძველი პოპულარობა ვერ დაიბრუნა: სინთეტიკური ვიტამინების ერა დაიწყო.
როგორც აღმოჩნდა, ამ საკვები დანამატის სპეციფიკური სუნი და გემო არასრულყოფილი ტექნოლოგიური წმენდის გამო უსიამოვნო იყო. უფრო თანამედროვე პროდუქტი ბევრად ხარისხიანია, ამიტომ თევზის ქონის სარგებელი არავის გაუუქმებია.