მარტივი ხრიკი დახვეული პირსახოცით მუცლის ცხიმს აქრობს

1223

ყველას აქვს მუცლის ცხიმი. ზედმეტი ცხიმი გარეგნობას აფუჭებს, ტანსაცმელს ტანზე შემოტმასნას აიძულებს, თან მისი მოშორება საკმაოდ რთულია.უმეტესობა ჩვენგანი ძალიან დაკავებულია ან ზარმაცი, რომ ვარჯიშსა და სასარგებლო კერძების მომზადებაზე დრო და ენერგია დახარჯოს. არ იდარდოთ, Vivien გთავაზობთ ძალიან კარგ მეთოდს, რომლის დახმარებით მუცლის ცხიმს მტანჯველი ვარჯიშის გარეშე მოიშორებთ. უმარტივესი ვარჯიში თქვენს წელს შემცირებას აიძულებს, ხოლო გვერდითი ეფექტი სწორი დგომა იქნება.როგორც იცით, მუცელი ერთ დღეში არ ჩნდება, ხოლო ამ მეთოდით სამი თვის ნაჭამ კილოგრამებს მოიშორებთ!

ვარჯიშობთ დღეში 5 წუთით და ვიშორებთ მუცლის ცხიმს!

დაგჭირდებათ ერთი საშუალო ზომის პირსახოცი. მისგან მკვრივი მუთაქა დაახვიეთ. პირველ დღეებში მაქსიმუმ 10 სმ დიამეტრის მუთაქა გააკეთეთ.

1. ვარჯიშის შესასრულებლად ზურგზე დაწექით.

2. მუთაქა ზურგის ან წელის ქვეშ დაიდეთ.

3. ქუსლები მაქსიმალურად ერთმანეთს დააშორეთ ისე, რომ თითის წვერები ერთმანეთს მიადოთ.

4. ხელები თავს ზემოთ გამართეთ, ნეკა თითები შეაერთეთ. თუ ხელისგულებს იატაკს ვერ ადებთ, არ ინერვიულოთ. უბრალოდ ჰაერში შეაერთეთ და ცოტა ხნით ასე იწექით.

5. მოდუნდით და მშვიდად ისუნთქეთ.

6. თავიდან ამ პოზაში 1–2 წუთით გაჩერდით. ყოველდღე დრო გაზარდეთ და 5 წუთამდე ადით. პირველი პრაქტიკა შეიძლება არაკომფორტული მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე სხეული მიეჩვევა და ტექნიკის შესრულება გაგიმარტივდებათ.

ვარჯიში საღამოს, ძილის წინ შეასრულეთ, რომ ხერხემალი არ გადატვირთოთ და ვარჯიშის შემდეგ იმწამსვე დაწვეთ.ყოველდღე შეასრულეთ, ზომიერად იკვებეთ და 1 თვეში შედეგს დაინახავთ.

შეგახსენებთ, ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე სპეციალისტთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს