მეზობელს რცხვენოდა რომ მარწყვის ყუნწებს აგროვებდა, ახლა მეც ასე ვაკეთებ.

1486

როგორი დამოკიდებულები ვართ საზოგადოებრივ აზრზე! ვცხოვრობთ შიშით „ხალხი რას იტყვის?“ ხალხი გაივლის და დაივიწყებს (მათ საკუთარი პრობლემები ყოფნით), მაგრამ ეს გრძნობა არ გვტოვებს და ცხოვრებას გვირთულებს.სოფელში, ქუჩის გადაღმა მეზობელს ვესტუმრე. როგორც კი დამინახა, შეკრთა და მაგიდის ქვეშ რაღაცით სავსე თასი დამალა. თითქოსდა ცუდ საქმეს აკეთებდა.

„მარწყვზე, ამინდზე, მეზობლებზე“ ვისაუბრეთ. სიტყვა სიტყვით ამოვქაჩე და გავიგე, რომ მარწყვის ყუნწებს აგროვებს. სწორედ იმ მწვანე ნაწილს, რომელსაც ჩვენ მარწყვის მურაბის გაკეთებისას ნაგავში ვყრით.წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთი უსარგებლო ნივთი, რომლის ადგილი კომპოსტშია, სადმე გამომადგებოდა. ქათმებს თუ გავახარებდი.მეზობელი გემრიელი, არომატული, მარწყვის ჩაით გამიმასპინძლდა! ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორ გამოსდიოდა ასეთი სურნელოვანი სასმელი?შინაურული ჩაი მეც ძალიან მიყვარს და რეცეპტებს ვაგროვებ. ჩაისთვის მარწყვის კენკრას ვჭრი და ვახმობ, მაგრამ მეზობლის მსგავსი არომატული ჩაი არ გამომდის.

საიდუმლო კი ჩემ თვალწინ ყოფილა. უბრალოდ ყუნწები უნდა გავახმო. ასეთი ჩენჩოსგან, ნედლი მასალისგან არომატული და სურნელოვანი სასმელი გამოდის!ყველაზე მეტად მეზობლის საქციელმა გამაკვირვა:

  • – რატომ გრცხვენოდა, ეს ხომ ძალიან მაგარია!
  • – კარგი რა, იფიქრებენ, რომ წუწურაქი ვარ!

იმ დღიდან ბევრი დრო გავიდა. მარწყვის ყუნწებს არა მხოლოდ საზაფხულო ჩაისთვის ვაგროვებ. როცა კენკრის მოსავალს ვიღებ და გასახმობად დრო არ მრჩება, უბრალოდ ყველა ყუნწს პაკეტში ვაგროვებ და ვყინავ.საყინულეში შემოდგომამდე, ზოგჯერ დაზამთრებამდე ვინახავ. როგორც კი დამჭირდება და თავისუფალ დროს ვპოულობ, ყუნწებს ლანგარზე ვშლი და ვახმობ, როგორც ივან ჩაის.

ხმელ ყუნწებს ჩაის ნაყენს ვუმატებ. 1 ს/კ ხმელი ყუნწები 1 ჩაიდანზე საკმარისია. ესეც ასე, არომატული, თითქმის საზაფხულო ჩაი მარწყვის ნოტებით მზადაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს