ყელში გაჩხერილი ბურთის 8 უვნებელი და სახიფათო მიზეზი

1914

ყელში ბურთის გაჩხერა – ასე ეწოდება უსიამოვნო შეგრძნებას, თითქოსდა ყელში რაღაც გაიჭედა. ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი ზედმეტი არ გადაყლაპეთ და არანაირი უცხო ნივთი საყლაპავში არ მოხვდა.

უმეტეს შემთხვევაში ასეთი შეგრძნება უვნებელია. თუ პირველად გაწუხებთ ან რამდენიმე თვეში ერთხელ ჩნდება, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. სავარაუდოდ, არაფერი საშიში არ მოხდება. ზოგჯერ ყელში გაჩხერილი ბურთი სერიოზული დაავადების ერთ–ერთი პირველი სიმპტომია.

საიდან ჩნდება ყელში გაჩხერილი ბურთი

მიზეზი განსხვავებულია. ყელის არეში ათობით მნიშვნელოვანი სისხლძარღვი და კუნთი, საყლაპავი, ფარისებრი ჯირკვლები მდებარეობს. აქვეა ხერხემლის კისრის ნაწილი, რომელიც ზოგჯერ ნერვულ დაბოლოებებს აწვება. ტრაქეა, რომელიც ხორხში გადადის, სურდოს დაავადებების ხშირი მსხვერპლია. ნებისმიერი ამ ელემენტის დარღვევა ყელში ბურთის გაჩხერას იწვევს.

ერთმნიშვნელოვანი დიაგნოზი არ არსებობს. Vivien გთავაზობთ მიზეზების სიას, რომლებიც თავისუფლად ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაში ხელს გვიშლიან.

  1. მწვავე სტრესი – ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ყელის სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს. სუბიექტურად მწვავე, გადიდებულ გრძნობად აღიქვემა.პაციენტების 96%, რომლებიც ყელში ბურთის გაჩხერას უჩივიან, ამბობენ, რომ დისკომფორტი ძლიერი დაძაბულობის დროს იზრდება. ასე რომ, უბრალოდ დამშვიდდით.
  2. კუნთების სპაზმი – როდესაც არ ვჭამთ და არ ვსაუბრობთ, ხახის და ხორხის კუნთები დუნდება. ზოგჯერ არასწორად დუნდება და არაბუნებრივ პროცესში იყინება. მსგავსი ბურთი სწრაფად ქრება, თუ დაილაპარაკებთ ან ინტენსიურად დაუსტვენთ.
  3. მჟავე რეფლუქსი – ასე ეწოდება სიტუაციას, როცა კუჭში შემავალი სითხე მჟავასთან ერთად საყლაპავში ამოდის. ამ დარღვევის ცნობილი სიმპტომი: ბევრისთვის ნაცნობი გულძმარვა.ეს ერთადერთი არაა. გამოთავისუფლებული კუჭის მჟავა საყლაპავს წვავს. შედეგად კუნთების სპაზმი ან ქსოვილების შეშუპება ხდება. ყელში, დამწვრობის გარდა ბურთი ჩნდება.
  4. ცხვირ–ხახის სინდრომი – ეს საკმაოდ მარტივ რამეს ხსნის. თქვენ ბევრი სისველე გაქვთ, მაგრამ რატომღაც ვერ იშორებთ. მაგალითად, ლორწოს უკან გადაქაჩვის ჩვევა გაქვთ და არა მოხოცვის. ჟღვინტი ყელის უკანა ნაწილში გროვდება და ერთ მასად ჩამოდის. ასე უსიამოვნო გაფართოების შეგრძნება ჩნდება.
  5. ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები – ფარინგიტი და ტონზილიტი ხახაში მტკივნეულ ანთებას იწვევენ. ასე ჩნდება შეშუპება, ზოგჯერ ჩირქიც, რომელიც ყელში ბურთის გაჩხერად აღიქმება.სხვათა შორის, ეს სახიფათოა: ასეთი გოროხი ზომებში იზრდება და სასუნთქი გზების გადაკეტვა შეუძლია.
  6. ხერხემლის კისრის ზონაში მალების გადახლართვა – კისრის ოსტეოქონდროზი ან გადახლართვა გამოწვეულია ტრავმით, რომელიც კისერში ნერვულ დაძაბულობას აწვება. ეს ხშირად კუნთების და სისხლძარღვების სპაზმს იწვევს.
  7. ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები – ზოგჯერ, ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას მსხვილი კანძების წარმოქმნა ან გაფართოება ახლავს. პატარა ორგანოს ზრდაც კი საყლაპავს და ხახას აწვება, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.
  8. სიმსივნე – ყელში გაჩხერილი ბურთი, რომელიც არ ქრება, ხახის, ხორხის, საყლაპავის კეთილთვისებიანი წამონაზარდის სახით ვლინდება, როგორც სახიფათო სიმსივნე.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება გაწუხებთ

მრავალფეროვანი მიზეზებიდან გამომდინარე პასუხის ფართო დიაპაზონი არსებობს: დაწყებული „არაფერი გააკეთო, თავისით გადავა“ და დამთავრებული „ექიმთან გაიქეცი, სანამ დროა!“

იმის გასაგებად, თუ რომელ პოლუსს მიეკუთვნებით, მონიშნეთ მოსაზრებები, რომელთაც ეთანხმებით.

  • უსიამოვნო შეგრძნება რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით არ ქრება.
  • ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება მუდმივად გაწუხებთ.
  • კუჭის ტკივილი და/ან გულძმარვა ახლავს.
  • ყელი გტკივათ.
  • მაღალი ტემპერატურა გაქვთ.
  • ჩასუნთქვა გიჭირთ.
  • ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი. ზოგჯერ წნევა სწრაფად იზრდება, თუ დისკომფორტი ყელის და ზურგის მიდამოში მდებარეობს.
  • ყელში ბურთის გაჩხერა კუნთების სისუსტის და უმიზეზო წონის კლების ფონზე ვლინდება.
  • ნორმალურად ვერ ყლაპავთ.

მოსაზრება, რომელსაც დაეთანხმებოდით, ამ სიაში არაა? სავარაუდოდ, ჯანმრთელი ხართ: ყელში ბურთის გაჩხერა შემთხვევითია და ანთების ან კუნთების სპაზმით არის გამოწვეული. დამშვიდდით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ – ასე სისხლძარღვებს და კუნთებს მოადუნებთ და მდგომარეობას სწრაფად შეამსუბუქებთ.

თუ ერთი მოსაზრება მაინც შემოხაზეთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. შესაძლოა, კარგად ხართ, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი სახიფათო დაავადების სიმპტომია, რომელსაც დროულად დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება სჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს