ექიმების 7 რჩევას ვითვალისწინებ და ზაფხულში ინსულტი არ მაწუხებს

1059

აი, ზაფხული დადგა და მასთან ერთად ჯანმრთელობის ახალი პრობლემებიც. ხშირად გვესმის, რომ ნაცნობი ან ნათესავი ინსულტით საავადმყოფოში დააწვინეს. წელს ინსულტის ჩვეულ მიზეზებს კოვიდი და მისი გართულებები დაემატა.

Vivien გიამბობთ, როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე. თავდაპირველად, ინსულტის განვითარების მიზეზები და პრევენციის მეთოდები განვიხილოთ.

ყველაზე ხშირად რა იწვევს ინსულტს ან „დარტყმას“, როგორც მას 100–ზე მეტი წლის წინ უწოდებდნენ? ძირითადად, 3 მიზეზი არსებობს:

  • სისხლძარღვების გაწყვეტა
  • სპაზმი
  • დაცობა

რა წინაპირობა შეიძლება იყოს ინსულტის განვითარებამდე?

  • მაღალი წნევა, მკვეთრი „რყევები“ – მოულოდნელი ნერვიულობა, სტრესი, ფიზიკური დაძაბულობა, სიმძიმეების აწევა.
  • ორგანიზმის გაუწყლოების გამო სისხლის გასქელება (ნაკლები წყლის დალევა) და მძიმე საკვების მიღება.
  • წნევის მკვეთრი შემცირება – სიცხეში წნევის დამწევი მედიკამენტების მიღება, განსაკუთრებით „ცარიელ კუჭზე“.
  • სისხლის გასათხელებელი მედიკამენტების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანალიზებს პერიოდულად არ იღებთ. ბედის ირონიით, არც ერთ ამ მედიკამენტს სისხლის გათხელება არ შეუძლია. ისინი უბრალოდ სისხლის „გამასქელებელ“ ამა თუ იმ ფაქტორს თრგუნავენ. გათხელება „თხევადი“ სიტყვაა და როგორც იცით, წყალი პლანეტაზე ერთადერთი სითხე, რომელიც ორგანიზმს არსებობისთვის სჭირდება.
  • ნებისმიერი სისხლძარღვიდან თრომბის მოწყვეტა. ყველაზე ხშირად თრომბის მოწყვეტა ფეხებზე ვარიკოზულ ვენებიდან ხდება.

ახლა გასაგებია, თუ რა უნდა გააკეთოთ ინსულტის პრევენციისთვის, სანამ „დარტყმას“ მიიღებთ.

ექიმების რეკომენდაციები

  1. საკმარისი წყლის დალევა! დაიმახსოვრეთ: სიცხეში ორგანიზმი სითხეს არა მხოლოდ ოფლიდან, არამედ ამოსუნთქვით კარგავს. დღეში შეიძლება ლიტრაზე მეტი წყალი ამოვისუნთქოთ.გონივრული რეკომენდაცია: 30 მლ წყალი 1 კგ სხეულის წონაზე. გამოდის, თუ 50 კგ–ს იწონით, დღეში დაახლოებით 1,5 ლ წყალი გჭირდებათ. 70 კგ წონაზე – დაახლოებით 2 ლ. თუ დღის განმავლობაში მზეზე დიდხანს ყოფნა გიწევთ ან ფიზიკურად შრომობთ, უფრო მეტი წყალი დალიეთ.
  2. მზეზე ნაკლები დრო გაატარეთ, განსაკუთრებით 11-12–დან 16-17 საათამდე. სასურველია, გარეთ დილით და საღამოს გახვიდეთ, როცა მზის სხივების ინტენსივობა ნაკლებია და არც თუ ისე ცხელა. ხეების და ფარდულების ჩრდილები შეარჩიეთ, თავსაბურავი დაიხურეთ, სასურველია, ფართო ფარფლიანი.
  3. ცხელ ამინდში თავი გრილ შენობას შეაფარეთ. ფანჯრები სქელი ფარდით, ჟალუზით ან სპეციალური სარკისებრი ფირით დაჩრდილეთ. ჰაერის თავისუფალი მოძრაობისთვის ფანჯრები გააღეთ და ვენტილატორი ჩართეთ. პირდაპირ ვენტილატორის წინ არ დაჯდეთ! ზაფხულში ცივი წყლიდან სურდოს ახალი „პიკი“ იწყება.
  4. ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ! განსაკუთრებით მაშინ, თუ 30-35 წელზე მეტის ხართ. თუ სახლიდან ან აგარაკზე მუშაობთ, დილა–საღამოს გააკეთეთ. გახსოვდეთ: სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
  5. დანიშნულ მედიკამენტებზე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ: წნევის წამალი, შარდმდენი, სისხლის გასათხელებელი, ჰორმონალური. თითოეული მედიკამენტი არასწორი გამოყენების და დოზირების შემთხვევაში ინსულტს იწვევს. აუცილებლობის შემთხვევაში ანალიზები ჩააბარეთ. ექიმის რეკომენდაციის გარეშე მედიკამენტები არ მიიღოთ, რომლებიც მეზობელს, ნაცნობს ან ნათესავს დაეხმარა.
  6. მსუბუქი კერძები შეარჩიეთ. პირველ რიგში, ბოსტნეული, ხილი და კენკრა. ზაფხულში საჭმლის მომნელებელი სისტემა ბევრი საკვებით, ხორცით არ გადატვირთოთ.
  7. და რაც მთავარია, ყველაფერი „გულთან ახლოს“ არ მიიტანოთ. „ძენში“ იყავით! ჩვენს სამყაროში სტრესის, უსიამოვნო სიახლის და ნერვიულობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენს ძალებშია მიმდინარე მოვლენებს უფრო მშვიდად შევხვდეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს