მწვანილს, ძირითადად, ბაზარში ვყიდულობთ. აქ, არჩევანი დიდია და მწვანილი ყოველთვის ახალია. დილით თუ საღამოს ოხრახუში და კამა ისე გამოიყურება, თითქოსდა ახლახანს მოკრიფეს. მათგან მომზადებული სალათი ყოველთვის „მხნედ“ გამოიყურება, როგორც რეჰანი და მწვანე ხახვი.
ყოველთვის მაინტერესებდა, ამას როგორ აკეთებდნენ. ამ კითხვაზე ერთნაირად მპასუხობდნენ: „ახალი მოგვაქვს“. ეჭვიც არ მეპარებოდა, რადგან მწვანილი ნამდვილად ახალმოჭრილს ჰგავდა.
ახლახანს მწვანილების დახლთან ძველ ნაცნობს შევხვდი. ყველაფერზე ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, ვერ მოვითმინე და ვკითხე, თუ დღის განმავლობაში რამდენად ხშირად მოაქვს ახალი მწვანილი. გაეცინა და მითხრა, რომ ზოგჯერ 3 დღე ახალი მწვანილი არ მოაქვს.
მაგრამ როგორ? „ახალი“ მწვანილის საიდუმლო გამოვკითხე.
ერთ–ერთი მეთოდი, რომელსაც ბაზარში მწვანილების შესანახად იყენებენ: მწვანილს ჯერ ცივ წყალში დებენ, შემდეგ წყლიდან ამოაქვთ და შესაფერის ჭურჭელში გადააქვთ. ზემოდან პარკს აფარებენ. სახლში შეგიძლიათ ჭიქაში ჩადოთ და პარკი დააფაროთ. ეს მეთოდი კარგია იმ შემთხვევაში, თუ მწვანილს ცივ ადგილს შეინახავთ (მაგალითად, მაცივარში).
მწვანილი დიდხანს ახალივით რომ იყოს, პერიოდულად წყლით ნამავენ. მაგრამ მაინც ჭკნება, ეს გამყიდველმაც დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ დამჭკნარი მწვანილის გაჯანსაღება მარტივად შეიძლება.
ეფექტური მეთოდი: მწვანილი 1 საათით ცივ წყალში გააჩერეთ. წყალს ცოტა ძმარი დაუმატეთ. 1 ჩ/კ 6%–იანი ძმარი 200 მლ წყალზე. ეფექტური მეთოდია ოხრახუშის, კამის, ქინძის და მწვანე ხახვისთვის. აი, სალათის ფურცლებს უბრალო, თბილ წყალში 15 წუთით გაჩერება ყოფნის, რომ ახალივით გამოიყურებოდეს.
ამის შემდეგ მწვანილი კვლავ დახლებზე გააქვთ სიტყვებით: „აი, ახლახანს მოიტანეს!“
იმ დღიდან ბაზარში მწვანილის ღეროს წვერებს ყურადღებას ვაქცევ. ხშირად ასეთი იყიდება.
ცხადია, რომ მწვანილი დღეს არ მოუჭრიათ და, სავარაუდოდ, არც გუშინ. სწორედ ამიტომ, ახლა მწვანილის არჩევისას ღეროებს ვაკვირდები.