სისხლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის ფუნქცია არა მხოლოდ ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების მიწოდება, არამედ იმუნიტეტის უზრუნველყოფა, წყალი–ელექტროლიტების ბალანსის მხარდაჭერა და უცხო ნივთიერებებისგან დაცვაა.
ძალიან ბლანტი სისხლი წვრილ სისხლძარღვებში რთულად მოძრაობს, რაც სხეულის ამ ნაწილში ან ორგანოში ჟანგბადით შიმშილს და ანემიას იწვევს. ასეთი მდგომარეობა სახიფათოა, რადგან დროთა განმავლობაში თრომბის განვითარებას, ინფარქტს და ინსულტს იწვევს.
სწორედ ამიტომ, Vivien გირჩევთ იცოდეთ სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც დაავადების საწყის ეტაპზე სისხლის გასქელებაზე მიგითითებთ.
ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტა
ეს სისხლის გასქელების პირველი და ყველაზე ხშირი ნიშანია. ადამიანს მსგავსი შეგრძნება ხელზე ან ფეხზე დიდხანს ზეწოლისას აწუხებს. სიმპტომს თან ახლავს დაბუჟება, კანის ზედაპირის სილურჯე და ცივი კიდურები.
მხედველობის და სმენის დაქვეითება
სქელი სისხლი სისხლძარღვებში რთულად მოძრაობს, ხოლო მხედველობის და სმენის ორგანოებში სისხლის მიწოდების შეფერხება მათ მუშაობას ამცირებს.
მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა
თუ მუდმივად ძილი გსურთ, თუნდაც დიდი ხნით ისვენებდეთ, ეს სისხლის სიბლანტის ზრდის ნიშანია. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება და დატვირთვას ვერ უძლებს.
კუნთების ტკივილი
მსგავსი შეგრძნება მაშინ ჩნდება, როცა ავად ვართ და მაღალი ტემპერატურა გვაქვს. სახსრების და კუნთების მტერევა და მათი სისუსტე სისხლის გასქელებაზე საუბრობს.
სუნთქვის სიხშირის, რიტმის და სიღრმის ცვლილება
თუ მშვიდ პოზაში სუნთქვა ისე ძლიერდება, როგორც ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, ეს სახიფათო ნიშანია. ძალიან სქელი სისხლი გულს ტვირთავს, რადგან სისხლის ამოტუბვა უჭირს. ეს არითმიის და ქოშინის განვითარებას იწვევს.