თვალის 6 პრობლემა, რომლებიც მე–2 ტიპის დიაბეტის ნიშნებია

780

დიაბეტმა შეიძლება თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს – ამას დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება და მას სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს.

დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება ძლივს შესამჩნევი სიმპტომით დაიწყოს, მაგრამ პროგრესირების მიხედვით ვიზუალური ნიშნები ჩნდება. თუ არ იმკურნალებთ, შეიძლება დაბრმავდეთ. დაზიანებული სისხლძარღვების გამო ბადურა, თვალის გამოწვეული ნაწილი, ნორმალური ფუნქციონირებისთვის სისხლს ვერ იღებს. საქველმოქმედო ფონდმა Diabetes Uk დიაბეტური რეტინოპათიის სტადიები ჩამოთვალა.

  • ფონური რეტინოპათია
  • არაპროლიფერაციული რეტინოპათია
  • პროლიფერაციული რეტინოპათია
  • დიაბეტური მაკულოპათია

ფონური რეტინოპათია ნიშნავს, რომ მხედველობა დარღვეული არაა, მაგრამ თუ სისხლში შაქრის დონე ზრდას გააგრძელებს, მდგომარეობა შემდეგ ეტაპზე გადავა.

მაიოს კლინიკა (აშშ) აღნიშნავს, რომ სიმპტომების გამოვლენის მიხედვით თვალებში შეიძლება „მუქი ან ცარიელი ნაწილები“ გამოჩნდეს. სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება „მხედველობის დაბინდვა“, „ფერების აღქმის დარღვევა“ და „მხედველობის რყევები“ გამოიწვიოს.

დიაბეტის ამ გართულების მქონე პაციენტები ხედავენ „მცურავ ფორმებს“ მუქი ლაქების ან ძაფების სახით, რომლებიც თვალებში ცურავენ.

თვალის 6 პრობლემა, რომლებიც სისხლში შაქრის მაღალი დონის ნიშანია:

  • ლაქები ან მუქი ხაზები, რომლებიც თქვენი მხედველობის ველში ცურავენ (მცურავი ობიექტები);
  • მხედველობის დაბინდვა;
  • მერყევი ხედვა;
  • ფერების აღქმის დაქვეითება;
  • მუქი ან ცარიელი ადგილები თქვენი მხედველობის ველში;
  • მხედველობის დაკარგვა;

ოფთალმოლოგთან თვალზე გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარეთ და სისხლში შაქრის დონე აკონტროლეთ. ასე დიაბეტურ რეტინოპათიას თავიდან აიცილებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს