შეამჩნიეთ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ახალგაზრდებიც კი, ქრონიკული დაავადებების, სიმსივნის ან აუტოიმუნური დაავადებისკენ მიდრეკილია? ჩვენი სხეული სასიცოცხლოდ იდეალურია და აღსადგენად ძლიერი ძალა აქვს, მაგრამ თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნია.
ერთ–ერთი სუსტი ადგილია ეკოლოგიური ტოქსინები, რომელთაც ჩვენი დნმ–ს შეცვლა და ამით რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. თუმცა გენეტიკური ცვლილებები შეიძლება არა მხოლოდ ტოქსინების ზემოქმედების გამო მოხდეს.
დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ჰორმონალური და ენდოკრინული დისბალანსი, პარაზიტები, ვირუსები, ბაქტერიები, ჭარბი შაქარი, ასევე პესტიციდები, მძიმე ლითონები და სხვა.
ჩვენი სხეული და სული ერთი მთლიანია, ამიტომ ნამდვილი მედიცინა ორივე სფეროზეა კონცენტრირებული.
როგორ მუშაობს იმუნური სისტემა
იმუნური სისტემა იმდენად ძლიერია, რომ ორგანიზმში ყველა მავნე ნივთიერების გაქრობა შეუძლია. ექსტრემალურ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, დიარეა ან ღებინება გამოიყენება.
ტოქსინების რეგულარულმა ზემოქმედებამ შეიძლება აუტოიმუნური დაავადებები გამოიწვიოს. ამ დროს იმუნური სისტემა თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და საკუთარ უჯრედებს „მტრად“ მიიჩნევს.
ბევრი აუტოიმუნური დაავადება ცუდი კვებით არის გამოწვეული. შაქრის, ხორბლის გლუტენის, პესტიციდების, მძიმე მეტალების და გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარება ორგანიზმში ph დონის ცვლილებას იწვევს.
მაგალითად, ანტაციდების გამოყენებამ შეიძლება კუჭში პეპსინის ფერმენტის გამოყოფა შეაჩეროს, რაც ცილების პოლიპეპტიდებში გარდასაქმნელად აუცილებელია.
შედეგად, ასეთი დაუმუშავებელი ცილები ნაწლავების კედლებში აღწევს. ამ მომენტში ორგანიზმში ანთება ვითარდება.
ანთება, თავისი არსით, ორგანიზმის დამცავი მექანიზმია და ჩვეულებრივ, ცოტა ხნით გრძელდება. თუმცა ძალიან ხშირმა ანთებამ შეიძლება ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს.
ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური დაავადებები:
- ლეიკემია, წითელი მჭამელა, ჰემოლიზური დაავადებები;
- ნეიროდიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათია;
- კუნთების ფიბროიალგია და დისტროფია;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ჰაშიმოტოს თიროიდიტი;
- გრეივსის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი, აუტიზმი;
- გილენ–ბარის სინდრომი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ანკილოზური სპონდილიტი, რევმატიული პოლიმიალგია;
- ვეგენერის გრანულომატოზი;
- ასთმა;
- წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
- პანკრეატიტი, დიაბეტი;
- კანის დაავადებები, ფსორიაზი, ვიტილიგო და სკლეროდერმა;
ოფიციალური მედიცინა ამ დაავადებების სიმპტომების გასაქრობად იმუნიტეტის დათრგუნვას გვირჩევს და არა მიზეზების ძებნას. თუმცა ეს კონტრპროდუქტიულია, რადგან ამით ორგანიზმის უნარს ვთრგუნავთ, რომ ვირუსების, მიკრობების, ტოქსინების და სხვა მავნე ნივთიერებებისგან თავი დაიცვას. მიზეზების აღმოფხვრის ნაცვლად სუსტ იმუნიტეტს და სხვა არასასურველ გვერდით ეფექტებს ვიღებთ.
საბედნიეროდ, ბუნებრივი მეთოდები არსებობს, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარება, რომ ასე ნებისმიერ დაავადებას გაუმკლავდეს.
Vivien გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
1. ღვიძლის და ნაღვლის ბუშტი დეტოქსიკაცია
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად აუცილებელია შემდეგი პროდუქტები: ნიახური, ჭარხალი, მიწავაშლა, ნიორი, კურკუმა, ასევე ფერმენტირებული პროდუქტები.
განსაკუთრებით რეკომენდებულია ახალი სტაფილოს წვენი, ასევე მწვანე ვაშლი, როგორც მინიმუმ 1 კვირა, რომ ნაღვლის კენჭები შეარბილოთ და მათი მოშორება შეამსუბუქოთ.
დილით, უზმოზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის ნარევი რეგულარულად მიიღეთ. ამ რეცეპტმა უკვე ბევრი ადამიანი ნაღვლის ბუშტის ოპერაციისგან გადაარჩინა.
2. თირკმლების გაწმენდა
თირკმლების გასაწმენდად სასარგებლო პროდუქტები: კოჭა, B6 ვიტამინი, ოხრახუში, შტოში, მოცვი და ანანასი.
თბილი წყალი ახალ ლიმონის წვენთან, ვაშლის ძმართან და მაგნიუმის სულფატთან ერთად ძალიან ეფექტურია.
1 ჭიქა თბილ წყალს 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და ¼ ჩ/კ მაგნეზია აურიეთ. რეკომენდებულია საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე დალიოთ.
3. ნაწლავების გაწმენდა
იდეალურ შემთხვევაში, დღეში 2–3–ჯერ ან დღეში მინიმუმ ერთხელ ნაწლავები უნდა დაცალოთ.
მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად ახალი ბოსტნეული შესანიშნავი საშუალებაა. ასევე რეკომენდებულია ბევრი სუფთა წყალი, კეფირი, ნიორი, კამა, ვაშლი და ქლიავი. განსაკუთრებით, ხის ნახშირი, რომელიც ტოქსინებს აგროვებს და ორგანიზმიდან გამოდევნის.
ვიტამინებიდან უპირატესობა C ვიტამინზე და მინერალებიდან მაგნიუმზე გაამახვილეთ.
4. ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა ჩვენი ორგანიზმის ძლიერი გამწმენდი სისტემაა, რომელსაც სისხლძარღვებისგან განსხვავებით საკუთარი ტუმბო არ აქვს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური აქტივობა, სიარული აუცილებელია, რომ ლიმფური სითხე აამოძრავოთ. ლიმფური მასაჟი არ დაგავიწყდეთ, ეს ტოქსინების გამოდევნას ხელს შეუწყობს.
საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნოთ, ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს. ძალების აღსადგენად და კარგი განწყობისთვის ორგანიზმი რეგულარულად გაიწმინდეთ. ასე ორგანოებს სწორად მუშაობაში დაეხმარებით.