კუჭის სიმსივნე: პირველი სიმპტომები და დიაგნოსტიკა

1850

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კუჭის სიმსივნე ამჟამად სიკვდილის გამომწვევი მეოთხე მიზეზია. ამის გამო, სიმსივნის სიმპტომებზე სულ უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის, რომ მისი აღმოჩენა ნაადრევ სტადიაზე შეძლონ. ასე, მკურნალობის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. Vivien გირჩევთ, კუჭის პირველ სიმპტომებს გაეცნოთ. სიმპტომების ცოდნით დაავადების განვითარების თავიდან აცილებას შეძლებთ.

კუჭის სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს კუჭის ლორწოვან გარსში მცირე ცვლილებებით ან ძალიან დიდი სიმსივნით, რომელიც კუჭის დიდ ნაწილს იკავებს და მეტასტაზებს წარმოქმნის.

კუჭის სიმსივნის სიმპტომები

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არანაკლებ აგრესიული კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებიც არსებობს. მაგალითად, გასტრიტი, კუჭის წყლული, პარაზიტოზი და ნაღვლის კენჭები. მათ შეიძლება ისეთივე სიმპტომები ჰქონდეთ, როგორც კუჭის სიმსივნეს გვიან სტადიაზე.

თუ ასეთი სიმპტომები გაწუხებთ, გასტროენტეროლოგს მიმართეთ და ტესტი ჩაიტარეთ.

კუჭის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

  • გულძმარვა
  • კუჭის აშლილობა
  • ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება
  • ღებინება / გულისრევა, რომელიც ჭამის შემდეგ ჩნდება
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (შეგრძნება, რომ საჭმელი ჭამის შემდეგ პირში ბრუნდება)
  • პირში სიმწარე
  • ზოგიერთი პაციენტი ყლაპვის გართულებას უჩივის (დისფაგია). ეს შეიძლება საყლაპავის სიმსივნის სიმპტომი იყოს.
  • წონის სწრაფად კლება, რომელიც უხილავი მიზეზით ხდება.
  • ღამით ოფლიანობა
  • მადის დაკარგვა
  • მუდმივი სისუსტე და სწრაფი დაღლა
  • ხორცის მიმართ ზიზღი (ადამიანს წითელი ხორცის დანახვა, ჭამა და მისი სუნის შეგრძნება არ სურს)
  • საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენა ძალიან მუქი განავლით გამოიხატება, ასევე პირში სისხლის არსებობით.
  • მუცლის ღრუში საგრძნობი შებერილობა
  • გულმკერდის ან მუცლის მიდამოში სქელი ვენების ქონა
  • მარცხენა სუპრაკლავიკულური კვანძის არსებობა (ვირხოვის განგლია) კუჭში სიმსივნეზე მიუთითებს.

დაავადების პროგრესირებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომები: პლევრალური გამონადენი, ღვიძლში მეტასტაზები, რომლებიც წარმოქმნიან ჰეპატომეგალიას (ღვიძლის მოცულობის გაზრდა), ასციტს და საყლაპავის ვარიკოზს (ღვიძლში მაღალი წნევის გამო), დამატებით სხვა ორგანოების შეკუმშვა, როგორიცაა ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი.

თუ ექიმს კუჭის სიმსივნეზე ეჭვი ეპარება, მან უნდა ჩაატაროს შემდეგი გამოკვლევები:

  1. სრული ჰემატოლოგია (ან სისხლის საერთო ანალიზი): აჩვენებს, პაციენტს ანემია აქვს თუ არა, რადგან 10-დან 3 პაციენტს დაბალი ჰემოგლობინი აქვს.
  2. სისხლის ქიმია: მოიცავს ღვიძლის ფუნქციების ტესტებს, რომ ღვიძლში მეტასტაზებთან დაკავშირებული ცვლილებები გამოირიცხოს.
  3. სიმსივნის მარკერები: კუჭის სიმსივნის დროს იზრდება.
  4. ვიზუალური გამოკვლევა: ამერიკის ონკოლოგიური კლინიკის საზოგადოება გირჩევთ, რომ გასტროენტეროლოგმა ზედა საჭმლის მომნელებელი სისტემის ენდოსკოპია ჩაატაროს. ასე ვიზუალურად შეძლებთ დაინახოთ საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის დათვალიერებას.
  5. სხვა კვლევები, რომლებიც ტარდება: ვიდეოენდოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენი. ფოტოების გამოკვლევა, რომელშიც გამოიყენება ბარიუმი, როგორც კონსტრასტი, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ტომოგრაფია პერორალური და ინტრავენური კონტრასტით.
  6. ბიოფსია: ეს ქსოვილის სტრუქტურის ვიზუალიზაციას და ანალიზს მოიცავს. სიმსივნის არსებობის შემთხვევაში უჯრედები იცვლება და შეიძლება დადგინდეს, კუჭში სიმსივნური ცვლილებები არის თუ არა. ჩვეულებრივ, ქსოვილის ნიმუშს ენდოსკოპიური ოპერაციის დროს კუჭის კედლიდან იღებენ.

თუ სიმპტომები, ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემები გაწუხებთ, არ უგულებელყოფთ და ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

კუჭის სიმსივნე ნაადრევ სტადიაზე შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. თერაპევტთან და გასტროენტეროლოგთან სამედიცინო გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარეთ, თუ კუჭის სიმსივნის გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს