ტვინის ინსულტი სიკვდილის მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ხანდაზმულებს ემართებათ, ცდებით. სამწუხაროდ, ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს.
ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს თრომბით სისხლძარღვების დაბინძურება ან სისხლძარღვების დაზიანება, როცა ტვინში სისხლჩაქცევა ხდება.
ინსულტის ნაადრევი ნიშნების დროულად ამოცნობა და სამედიცინო დახმარების დროულად მიღება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ ინსულტი თავიდან აიცილოთ, განიკურნოთ ან მისი შედეგები შეამციროთ. Vivien გიამბობთ, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ინსულტის პრევენციისთვის.
მოახლოებული ცერებრალური ინსულტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და ნაადრევი ნიშნები
1. მხედველობის დაბინდვა და / ან მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვა
მთელი პროცესი თვალში იწყება. ამან შეიძლება ერთ ან ორივე თვალზე გავლენა მოახდინოს. ინსულტით დაავადებულთა დაახლოებით 44% მხედველობის დარღვევებს აღნიშნავს.
2. მოულოდნელი თავის ტკივილი / თავბრუსხვევა
თავბრუსხვევა 45 წლამდე ასაკის ქალებში თითქმის ყოველთვის გვხდება. ეს აშკარა ნიშანია, რომ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ.
3. მსჯელობა და საკითხის გაგება
თუ დღის განმავლობაში იგრძენით ტვინში „დაბინდვა“, სიტყვის არჩევის სირთულე და უცნაური გულმავიწყობა, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. ეს შეიძლება მოახლოებული ინსულტის სიმპტომი იყოს.
4. წონასწორობის დაკარგვა / სიარულის პრობლემები
ინსულტის სიმპტომი შეიძლება იყოს ზედა და ქვედა კიდურებში სრული სისუსტე. ზოგიერთი ადამიანი ინსულტის დადგომამდე პარალიზდება.
ხელისგულები ზემოთ ასწიეთ და ამ პოზაში 10 წამით გაჩერდით. თუ ერთ–ერთი ხელი ეცემა, კუნთები დასუსტებული გაქვთ. გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ.
5. სახის ერთ მხარეს ტკივილი
ტვინის ინსულტს ტკივილი ყოველთვის არ ახლავს. თუ მოულოდნელად კიდურებში ან სახის ერთ ნაწილში ტკივილს განიცდით, მალე შეიძლება ინსულტი გადაიტანოთ.
6. თავის ტკივილი და შაკიკი
ეს სიმპტომები ძალიან გავრცელებულია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთაც ინსულტი ძლიერი თავის ტკივილის თანხლებით ჰქონდათ, ახალგაზრდები იყვნენ და ხშირად შაკიკი აწუხებდათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს სიმპტომი ქალებში უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე კაცებში. თუმცა კაცებიც ფრთხილად უნდა იყვნენ.
7. სახის დამბლა
ეს ინსულტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ჩვეულებრივ, სახის მხოლოდ ერთი ნაწილია პარალიზებული.
8. დაღლილობა
მრავალი კვლევის თანახმად, ქალები ხშირად განიცდიან დაღლილობას, კონცენტრაციის დაკარგვას და დეზორიენტაციას. თითოეული სიმპტომი ტვინის სიმპტომს ახასიათებს.
9. სუნთქვის შეკავება
ჩვეულებრივ, ქალებში ინსულტის ნაადრევი სიმპტომია. ინსულტი ტვინის სასუნთქ ცენტრს აზიანებს და სუნთქვის პროცესს ართულებს.
სუნთქვის მოულოდნელი შეკავება ან სუნთქვის პრობლემები ხშირად აწუხებთ მათ, ვისაც ინსულტი აქვთ. ჟანგბადის დეფიციტის გამო გულის არითმია ხდება.
ტვინის ინსულტი მწვავე დაავადებაა და დაუყონებლივ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
ჩვეულებრივ, ხალხი ფიქრობს, რომ ეს მოულოდნელად და სწრაფად ხდება, მაგრამ ასე არაა. მის თავიდან აცილებას გამაფრთხილებელი სიმპტომების ამოცნობით და დროული მკურნალობით შეძლებთ.
და მაინც, პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. მნიშვნელოვანია, სწორად იკვებოთ, აქტიური იყოთ და კარგად დაიძინოთ. ალკოჰოლი, შაქარი და თამბაქოს მოწევა შეზღუდეთ, ასევე წონა აკონტროლეთ.