ფეხების ტკივილი და შეშუპება: 9 მიზეზი და 5 შინაურული რეცეპტი

2702

Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს ფეხის ტკივილს და შეშუპებას. ასევე გთავაზობთ 5 შინაურულ რეცეპტს ამ უსიამოვნებების გასაქრობად.

ფეხებში სითხის დაგროვების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. დიდხანს ჯდომა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი – პრობლემა ცხელ ამინდში მწვავდება. შედეგად, სითხე მთელ სხეულში გროვდება, განსაკუთრებით ხელებში, ფეხებსა და სახეზე.
  2. უფუნქციო სარქველები ვენებში – ასაკის მატებასთან ერთად ან ჭარბი წონის პირობებში ვენებში სარქველები ცვდება, შედეგად სისხლის უკუდენა რთულდება. ეს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების კვებას ართულებს, შედეგად ვითარდება შეშუპება, ვარიკოზი, ფეხებში სიმძიმე და ტკივილი.
  3. ფილტვების ქრონიკული დაავადება – ფილტვების ტიპიური დაავადებები, მათ შორის ქოშინი და ქრონიკული ბრონქიტი, გულისა და ფილტვებისკენ მიმავალ ვენებში წნევას ზრდიან. ეს წნევა გულში ბრუნდება და შეიძლება ფეხების შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს.
  4. გულის უკმარისობა – დაავადება, რომლის დროსაც გული სისხლს ეფექტურად ვერ ტუმბავს, ფილტვებსა და სხეულის სხვა ნაწილებში სითხის დაგროვებას იწვევს.
  5. ცილების დაბალი დონე სისხლში – პრობლემას ხშირად იწვევს უჭმელობა (მაგალითად, ვეგანებში ან ვეგეტარიანელებში), ასევე თირკმლების ან ღვიძლის ცუდი ფუნქციონირება. ცილები ვენებში მარილის და წყლის ბალანსის მხარდაჭერაში გვეხმარება. თუ სისხლში ცილების (ალბუმინი) დონე ზღვარს ქვემოთ დაეცემა, სითხე პირველ რიგში ფეხებისა და ტერფების ქსოვილებში დაგროვდება.
  6. ლიმფედემა – ლიმფედემა კიდურებში ლიმფურ სითხეს აგროვებს, რასაც ლიმფური სისტემის ცუდი მუშაობა ან ლიმფური კვანძების მოცილება იწვევს.ლიმფური სითხე ცილებით მდიდარია და ჩვეულებრივ, ლიმფური კაპილარების ფართო ქსელში მოძრაობს და ორგანიზმს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ბაქტერიებისგან წმენდს.თუ ლიმფური სითხის დინება დარღვეულია, სითხე გროვდება და ტკივილს იწვევს.
  7. ინფექციები – ფეხების შეშუპების და ტკივილის იშვიათი მიზეზია ინფექციები. დაინფიცირების რისკი დიაბეტური ნევროპათიის მქონე ადამიანებში უფრო მაღალია.თუ დიაბეტი გაწუხებთ, მნიშვნელოვანია ფეხები ყოველდღე შეამოწმოთ, წყლულები ან გამონაყარი ხომ არ გაქვთ. დაზიანებული ნერვები ყოველთვის პრობლემაზე სიგნალს არ იძლევა.
  8. მედიკამენტების გვერდითი ეფექტები – ბევრი მედიკამენტის მიღება გვერდითი ეფექტების სახით ფეხების ტკივილს და შეშუპებას იწვევს.მსგავსი ეფექტის მქონე ყველაზე გავრცელებული წამლებია ჰორმონალური პრეპარატები (ესტროგენები), კონტრაცეპტივები, ტესტოსტერონი, ჰორმონალური თერაპია, კალციუმის ბლოკატორები, მაღალი წნევის მედიკამენტები (ანაბოლური სტეროიდები და კორტიკოსტეროიდები), ანტიდეპრესანტები, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი (იბუპროფენი), ასევე დიაბეტის მედიკამენტები.
  9. თირკმლები – კიდურების შეშუპების ხშირი მიზეზია ორგანიზმში სითხის დაგროვება, რასაც თირკმლების ცუდი მუშაობა იწვევს. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, თირკმლების ფუნქციების გაუმჯობესებაზე იზრუნეთ.

გთავაზობთ ფეხის ტკივილის და შეშუპების სამკურნალო მეთოდებს:

  1. მარილი შეზღუდეთ – ზღვის და ჰიმალაის მარილით ჩაანაცვლეთ და მალე შედეგს დაინახავთ.
  2. მეტი იმოძრავეთ – ყოველდღე მინიმუმ 30 წუთით ფეხით იარეთ. დიდხანს ჯდომას თავი აარიდეთ.
  3. ნაზი მასაჟი – ყოველ საღამოს, ძილის წინ ტერფები დაიმასაჟეთ. მშრალი ჯაგრისით მასაჟი კარგ ეფექტს იძლევა.
  4. ბალახების ჩაი დალიეთ – ბაბუაწვერას ფესვის, ცერეცოს თესლის, კამის, ასევე ბეგქონდარას და პიტნის ჩაი შესანიშნავ შედეგს იძლევა.
  5. ფეხები ზემოთ ასწიეთ – შესაძლებლობის მიხედვით ყოველ თავისუფალ წუთს ფეხები გულის დონეზე მაღლა ასწიეთ, რომ სისხლის და ლიმფური სითხის მოძრაობას ხელი შეუწყოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს