ცხოვრებაში ერთი რამ არსებობს, რის თავიდან აცილებას ვერ შევძლებთ, რაც არ უნდა ვეცადოთ. ესაა სიბერე. სამწუხაროდ, რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო მეტი პრობლემა თავს იჩენს. ერთ–ერთი ყველაზე უსიამოვნო ასპექტი თმის ცვენაა.
ადამიანების უმეტესობა ამას სიბერის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში, ჭარბ თმის ცვენას სამედიცინო მიზეზიც აქვს. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური წყობის გამო მთელი ცხოვრება სქელი თმა აქვს, მაგრამ ყველას ასე არ გაუმართლა.
კეროვანი ალოპეცია ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. დიაგნოზის დასმა ხშირად არ ხდება, რადგან თავიდან თავის კანზე უბრალო მელოტ ლაქას ჰგავს.
ის ჰგავს ბუნებრივ თმის ცვენას, როგორც ეს ასაკში ხდება. თუმცა კეროვანი ალოპეცია დაავადების მძიმე ფორმებში შეიძლება გადავიდეს, თუ არ უმკურნალებთ. შეიძლება გადაიქცეს ტოტალურ ალოპეციად (როცა მთელი სკალპი მელოტდება) ან უნივერსალურ ალოპეციად (როცა მთელ სხეულზე თმა ცვივა).
კეროვანი ალოპეციის მიზეზები
ეს მდგომარეობა ხშირად ფარისებრი ჯირკვლების დარღვევას უკავშირდება. ჰორმონალურ ბალანსს თმის ფოლიკულების ზრდის სტიმულირება ან შეფერხება შეუძლია. მდგომარეობა ძალიან სწრაფად შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მანამ იმკურნალოთ, სანამ კონტროლს ექვემდებარება.
ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ან გარკვეულ ემოციურ სიტუაციებს კეროვანი ალოპეციის განვითარება შეუძლია.
დაავადების მკურნალობა
სიმელოტის და თმის ცვენის მძიმე შემთხვევებში ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდია სტეროიდები. ისინი უფუნქციო ფოლიკულებს სტიმულირებენ. სამწუხაროდ, ასეთი მკურნალობა მთელ ჰორმონალურ სისტემაზე სერიოზული გვერდით ეფექტებს ახდენს და ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებს იწვევს. Viviein გირჩევთ, რომ კეროვანი ალოპეციის სამკურნალოდ ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ.
კეროვანი ალოპეციის სიმპტომები
კეროვანი ალოპეციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
- თმის ცვენის ადგილას ჩხვლეტა კეროვანი ალოპეციის დაწყებაზე შეიძლება გითითებდეთ.
- არათანაბარი თმის ცვენა. ჩვეულებრივ, თმის ცვენა ერთ მხარეს და მოკლე დროში.
- მელოტი კერების გარშემო ჯანმრთელი თმა ადვილად ძვრება.
- თმა დაზიანების ადგილას თხელი, სუსტი ხდება და ადვილად ძვრება.
ლავანდა
კვლევამ აჩვენა, რომ გამელოტებულ ადგილას კანში ლავანდის შეზელვა კეროვანი ალოპეციის ეფექტებს ანელებს ან საერთოდ პროცესს უკუაგდებს. ეთერზეთი გამოყენების წინ ბაზურ ზეთში უნდა გააზავოთ. ასევე სასარგებლოა სხვა ეთერზეთი, როგორიცაა როზმარინი, სალბი და პიტნა. ისინი კანში სისხლის ნაკადს ზრდიან, ამით თმის ფოლიკულების ზრდას აღადგენენ.
წყალმცენარეები და C ვიტამინი
რეკომენდებულია C ვიტამინით მდიდარი ბევრი პროდუქტის მიღება. მაგალითად, კენკრა, ციტრუსი, ტკბილი წიწაკა და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. წყალმცენარეებში შემავალი ვიტამინები და მინერალები თმის ზრდას ხელს უწყობენ.
მცენარეული სამკურნალო საშუალება
გინკგო ბილობას და ბაყაყურას გამოყენება თმის ცვენის, განსაკუთრებით კეროვანი ალოპეციის შესაფერხებლად ყოველთვის შესანიშნავ შედეგებს იძლევა. გინკგო სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და ახალი თმის ზრდას ხელს უწყობს. ბაყაყურას თესლის ჩაი სხეულის გაწმენდას და ჯანმრთელი თმის და კანის აღდგენას ხელს უწყობს.
გოგირდი
გოგირდის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები სისხლის მიმოქცევას და ახალი თმის ზრდას ხელს უწყობენ. გოგირდით განსაკუთრებით მდიდარია: კვერცხი, ხახვი, ნიორი, პირშუშხა, ბოლოკი, მდოგვი, ინდაურის ხორცი და ზღვის თევზი.