ჩიას თესლის სამკურნალო ძალა: მთელი მცენარის გამოყენების 4 მეთოდი

2440

ჩიას თესლი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია მსოფლიოში. ის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია და გასახდომად შესანიშნავი საკვებია.

Vivien გასწავლით, როგორ გაზარდოთ ჩიას თესლი და როგორ გამოიყენოთ მთელი მცენარე.

ჩია სალბის და პიტნის ოჯახის წარმომადგენელია. მცენარე ხელსაყრელ პირობებში 1,8 მ სიმაღლეს აღწევს. მას ლამაზი ცისფერი, იისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. ჩია სწრაფად მზარდი მცენარეა. სიცხის, გვალვის, დაავადებების და მავნებლების მიმართ ბუნებრივად გამძლეა. ცოტა სასუქი და მინიმალური მოვლა სჭირდება, თვითდამტვერვადია და სარეველების გასანადგურებლად იდეალურია.

  • სინათლე: დასარგავად აირჩიეთ ადგილი, რომელიც 6-8 საათი პირდაპირ მზის სხივებს იღებს.
  • ნიადაგი: მცენარე ფხვიერ, თიხიან ან ქვიშიან მიწას უპირატესობას ანიჭებს. კარგი დრენაჟი სჭირდება.
  • მორწყვა: ახალგაზრდა მცენარე ყოველდღე მორწყეთ, სანამ საკმარისად არ გაძლიერდება. მოზრდილი მცენარე მშრალ პერიოდებს ადვილად იტანს და მორწყვა პერიოდულად სჭირდება მხოლოდ მცირე ნალექის დროს.
  • სასუქი: როცა ბაღის კვლებს პირველად ამზადებთ, მიწა კომპოსტით ან სხვა ორგანული ნივთიერებით, მაგალითად იონჯათი გაამდიდრეთ. ამის შემდეგ ჩიას დამატებითი გამოკვება არ სჭირდება.
  • დათესვა: ჩიას თესლი დათესეთ მაშინ, როცა ყინვების რისკი აღარ არსებობს. არ ჩამარხოთ, უბრალოდ მიწას ფრთხილად მოაყარეთ. ფრინველებისგან რომ დაიცვათ, ფირით ან ბადით დაფარეთ.

ჩია მრავალწლიანი მცენარეა და ერთხელ დარგვით მცენარეს ყოველ წელს მიიღებთ.

ჩიას ყველა ნაწილის გამოყენების 4 მეთოდი

1. ჩიას თესლი

2 ს/კ ჩიას თესლი 137 კალორიას შეიცავს. უჯრედისის და ცილების შესანიშნავი წყაროა. განსაკუთრებით მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, ფოსფორით, მანგანუმით და კალციუმით. ასევე ბევრ სხვადასხვა მინერალს შეიცავს, როგორიცაა თუთია, რკინა, კალიუმი, ნიაცინი, თიამინი და E ვიტამინი.

ჩიას თესლი შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღე. წინასწარ თბილ წყალში, წვენში, კეფირში ან იოგურტში ჩაალბეთ.

2. ჩიას ზეთი

როგორც ჩიას თესლი, ჩიას ზეთი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნაერთს, რომლებიც კანის და თმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

E ვიტამინის, ომეგა ცხიმოვანი მჟავის, ცილების და მაგნიუმის შემცველობის, ასევე ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ჩიას ზეთი კანს ამშვიდებს, ატენიანებს და კურნავს. დერმაზე ანთების საწინააღმდეგო და ანტიასაკობრივი მოქმედება აქვს, კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. კანზე წასმისას მზის სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

თმის ფოლიკულებს აძლიერებს და სქელი თმის სწრაფად ზრდას ხელს უწყობს. მშრალი და დაზიანებული თმის აღდგენას ხელს უწყობს.

3. ჩიას აღმონაცენი

ჩიას თესლი შეგიძლიათ გაზარდოთ და მოიხმაროთ, როგორც მიკრომწვანილი. 2 კვირაში გაიზრდება. მცირე ზომის მიუხედავად ინტენსიური გემო აქვს. უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე მისი მოზრდილი ანალოგი.

ჩიას თესლი კარგად ღვივდება. ჩიას აღმონაცენი ნებისმიერ კერძს არომატისთვის დაუმატეთ.

4. ჩიას ფოთლები

ჩიას ფოთლებიც საკვებად ვარგისია. მკვებავი თვისებების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩიას ფოთოლი შეიცავს რამდენიმე ფლავონოიდს, ასევე 2 იშვიათ ანტიოქსიდანტს: აცეტილ ვიტექსინი და აცეტილორიენტინი.

ნაზი გემოს მქონე ჩიას ახალ ფოთლებს სალათებს, მოთუშულ კერძებს და მწვანე სმუზებს უმატებენ. ახალი ან ხმელი ფოთოლი ფანტასტიკური სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად გამოიყენება. ტრადიციულად, ტკივილის, ცხელების და ანგინის სამკურნალოდ იყენებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს