ძირითადად, თავად ოფლი უსუნოა, ნამდვილი დამნაშავე ბაქტერიები და სხვა წყაროს სუნებია. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს სხეულის უსიამოვნო სუნს და როგორ მოვიშოროთ ეფექტურად ხალხური საშუალებების გამოყენებით.
თანამედროვე სამყაროში გარშემორტყმული ვართ ტოქსინებით, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. თუ ღვიძლი და ნაწლავები თავიანთ სამუშაოს ვერ ასრულებენ და ტოქსინებით ივსება, ეს უსიამოვნო სუნს იწვევს.
კვების დისბალანსი ყაბზობას, ასევე მაგნიუმის და თუთიის დეფიციტის იწვევს, რაც შეიძლება სხეულის უსიამოვნო სუნის მიზეზები იყოს.
ბევრი ხორცის მჭამელ ზოგიერთ ადამიანს სხეულის ქიმიური შემადგენლობის გამო ძალიან სპეციფიკური სუნი აქვს, რომელიც შეიძლება უსიამოვნო იყოს.
ზოგიერთ ადამიანს ქოლინის (B ჯგუფის მკვებავი ნივთიერება) დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების ათვისება არ შეუძლია, როგორიცაა კვერცხი, თევზი, ღვიძლი და პარკოსნები. შედეგად, თევზის სუნი ჩნდება.
პროდუქტები და სასმელები, როგორიცაა ხახვი, ნიორი, კარი, ზოგიერთი ცხარე პროდუქტი, ყავა და ალკოჰოლი, ერთ–ერთი მთავარი მიზეზები არიან. შემწვარი და პურცომეული შეიძლება მძაღე ცხიმებს და ზეთებს შეიცავდნენ, რომლებიც სხეულის უსიამოვნო სუნს იწვევენ.
ჭარბი ოფლიანობის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს: სისხლში შაქრის დაბალი დონე, ღვიძლის დაავადება, დიაბეტი, პარაზიტები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მენოპაუზა, ემოციური სტრესი (სიბრაზე, შიში, ნერვიულობა).
იღლიების ქვეშ სუნის გასაქრობად 3%–იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი გამოიყენეთ. შხაპის შემდეგ კანი ამ ადგილებში გაიწმინდეთ.
ტოქსიკური გადატვირთვა შეიძლება უსიამოვნო სუნის ერთ–ერთი მიზეზი იყოს, ამიტომ ტოქსინების მოსაშორებლად ორთქლის აბანოს ან საუნას ხშირად ეწვიეთ.
გამაჯანსაღებელი პროგრამა
აბაზანები ზღვის მარილით, სოდით და სალბის ნახარშით შესანიშნავ შედეგებს იძლევა. კვირაში 1–2–ჯერ მიღება რეკომენდებულია.
ტანსაცმელი: ნატურალური ქსოვილის თავისუფალი ტანსაცმელი სხეულს სუნთქვის და ოფლდენის შემცირებას საშუალებას მისცემს.
კვების შეცვლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსიამოვნო სუნის სხვადასხვა წყარო გააქროთ. ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა ხორცი, ხახვი, ნიორი, ეგზოტიკური სანელებელი, ასევე სასმელები, როგორიცაა ყავა და ალკოჰოლი, სხეულის უსიამოვნო სუნს იწვევენ. რაციონიდან 1–2 კვირა გამორიცხეთ და ნახეთ, ამას მნიშვნელობა ექნება თუ არა.
ჭარბი ოფლიანობა შეიძლება იყოს პირველი მიზეზი, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ. მენოპაუზის და პერიმენოპაუზის პერიოდში ქალებმა შეიძლება ოფლდენა და თანმხლები უსიამოვნო სუნი განიცადონ.
კოფეინი და მედიკამენტები შეიძლება ოფლდენის და უსიამოვნო სუნის მიზეზები იყოს. კოფეინის მიღება შეამცირეთ და ცვლილებებს დააკვირდით. ასე მოიქეცით მედიკამენტების მიღების დასრულებისას.
თამბაქოს მოწევა სხეულის უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზია. ის არა მხოლოდ ფილტვებიდან, არამედ კანიდან ბრუნდება. თუ მოწევას თავს დაანებებთ, ორგანიზმს რამდენიმე კვირა დასჭირდება, რომ უსიამოვნო სუნის გამომწვევი ნივთიერება მოიშოროს.
საშუალებები სხეულის უსიამოვნო სუნის გასაქრობად:
ქლოროფილი. 1–2 აბი ქლოროფილი ყოველი ჭამის დროს მიიღეთ. ქლოროფილი ძალიან კარგი დეოდორანტია, ამიტომ დაგეხმარებათ.
მაგნიუმი. რაციონში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების წილი გაზარდეთ. რეკომენდებულია 200-500 მგ მაგნიუმი.
A და B6 ვიტამინები მაგნიუმთან ერთად ოფლდენას ამცირებს, რაც შეიძლება სუნის მიზეზი იყოს.
თუთია. თუ სხეულის უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, თუთიის აბები მიიღეთ. თუთია მაგნიუმთან ერთად ნივთიერებათა ცვლას აბალანსებს და უსიამოვნო სუნის მიზეზებს ამცირებს. ასევე თუთია ოფლდენას და ფეხის ოფლიანობას ამცირებს.
პოპულარული საშუალებები სხეულის სუნთან საბრძოლველად
ვაშლის ძმარი. დეოდორანტის ნაცვლად გამოყენებისას კანის PH დონეს ამცირებს და სუნს აქრობს. ბაქტერიები დაბალ PH დონეში ვერ ცხოვრობენ.
თეთრი ძმარი. ბამბის დისკი გაჟღინთეთ და იღლიებში დეოდორანტის ნაცვლად წაისვით. ძმრის სუნი რამდენიმე წუთში გაქრება. შედეგად, კი მთელი დღე სუნისგან დაცული იქნებით.
საკვები სოდა დეოდორანტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ იღლიებში წაისვით და 20 წუთში ჩამოიბანეთ. შედეგად, ბაქტერიებს გაანადგურებთ და ოფლდენას შეამცირებთ. სიმინდის სახამებელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ საკვებ სოდას აურიეთ.
ოხრახუში. ასევე სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული შესანიშნავი ხალხური საშუალებაა, რომელიც სხეულის სუნს ანეიტრალებს. დიდი ალბათობით, ეს ქლოროფილის დეოდორანტული ეფექტით არის განპირობებული. რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.
სალბი. ბალახების მცოდნეები გირჩევთ, რომ სალბის ჩაი ყოველდღე დალიოთ საოფლე ჯირკვლების აქტივობის შესამცირებლად. განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც სტრესის გამო ძლიერ ოფლიანობს. ჩაი მცირე დოზებით დღის განმავლობაში დალიეთ.