ოსტეოპოროზი: 5 პროდუქტი ძვლების და სახსრების გასაძლიერებლად

1001

ძვლის სიმკვრივის გაზომვა გიჩვენებთ, თუ რამდენად ძლიერია ძვლოვანი ქსოვილი. ძვლების მაღალი სიმკვრივე ნიშნავს, რომ ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები გაქვთ.

35 წლის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილები უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე აღდგება. გამოდის, რომ ძვლებს ქსოვილების დაკარგვის ტენდენცია აქვს, შედეგად ძვლების სიმკვრივე მცირდება. ასე ოსტეოპოროზი პრობლემა ხდება. ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე კაცები.

კალციუმით, მაგნიუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ძლიერი ძვლების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

Vivien გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. დიეტოლოგების თქმით, კვებაში მარტივი ცვლილებების შეტანით, ტრავმების, ძვლების დასუსტების და ოსტეოპოროზის თავიდან აცილებას შეძლებთ.

1. ისპანახი

ისპანახი მდიდარია უჯრედისით, რკინით და A ვიტამინით. 1 ჭიქა მოხარშული ისპანახი დაახლოებით 250 მგ კალციუმს შეიცავს. უმი ისპანახის 1 ულუფა, დაახლოებით 2 ფინჯანი, 290 მკგ K ვიტამინით უზრუნველგყოფთ, რომელიც ძლიერი ძვლების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

როგორც წესი, ადამიანებს ოსტეოპოროზის დროს K ვიტამინის დაბალი დონე აქვთ. მედიცინის ინსტიტუტი ქალებს 90 მკგ K ვიტამინის დღიურად მიღებას ურჩევს. ოსტეოპოროზის რისკის დროს ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ. ასე სერიოზულ პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

2. მანგოლდი

ეს გემრიელი ბოსტნეული სალათებისა და სმუზებისთვის იდეალურია. ის მდიდარია კალციუმით და კერძებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

3. ფორთოხალი

ფორთოხალი მდიდარია ენერგიით, ასევე ბევრ C ვიტამინს შეიცავს (ლიმონთან შედარებით 2-ჯერ მეტს). ციტრუსი სურდოს თავიდან აგაცილებთ. ფორთოხალი დაგეხმარებათ ცხიმების დაშლაში, ქოლესტერინის დონის შემცირებაში, უჯრედების განახლების დაჩქარებაში, ჭრილობების და ღრძილების შეხორცებაში, სისხლძარღვების გაწმენდაში, ძვლების და კბილების გაძლიერებაში.

4. კაკალი და თესლი

ნუში, ბრაზილიური კაკალი, მზესუმზირას თესლი, სეზამი და სელის თესლი ძვლებს აძლიერებს, რადგან ბევრ კალციუმს და მაგნიუმს შეიცავს.

5. ფოთლოვანი ბოსტნეული

რძის პროდუქტები ძვლების ჯანმრთელობისთვის იდეალური საკვები არაა, რადგან პასტერიზაციის შემდეგ ძვლებსა და სახსრებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ბოსტნეული მუქი მწვანე ფოთლებით ძვლებს აძლიერებს და იცავს, სისხლში PH დონეს ზრდის, ასევე ორგანიზმს K და C ვიტამინებით უზრუნველყოფს. ფოთლოვანი ბოსტნეული მცენარეული კაროტინების შესანიშნავი წყაროა, რომელიც ორგანიზმს A ვიტამინით უზრუნველყოფს.

ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ძვლების ჯანმრთელობისთვის კომბოსტოზე უფრო სასარგებლო საკვების წარმოდგენა რთულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს