მეტეორიზმი: მიზეზები და უძლიერესი საშუალებები პრობლემასთან საბრძოლველად.

1373

ნაწლავების შეშუპებას გაზების სიჭარბე იწვევს, რასაც ზოგჯერ მუცლის შებერილობა, ტკივილი ახლავს. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს გაზების დაგროვებას, ასევე გთავაზობთ ეფექტურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ამ პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ.

მეტეორიზმის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

1. აუტანლობა

ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად პარკოსნების, ლუდის (მუქი), ქატოს, ბროკოლის, ბრიუსელის კომბოსტოს, ჭარბი რაოდენობით მიღება მეტეორიზმს იწვევს. ასევე გაზიან სასმელებს, ყვავილოვან კომბოსტოს, ხახვს და რძეს ზედმეტი გაზების წარმოქმნის ტენდენცია აქვთ.

2. ყაბზობა და გადაძღომა

ბევრი ჭამისას საკვები, რომლის მონელებაც ბოლომდე არ მოხდა, გაზად გადაიქცევა, რაც მეტეორიზმს იწვევს. გაზების წარმოების ზრდაზე ყაბზობაც გავლენას ახდენს.

3. საკვების არასწორად დაღეჭვა

ცუდად დაღეჭილ საკვებს ფერმენტაციისთვის მეტი დრო სჭირდება. შედეგად, გაზების წარმოქმნა აქტიურდება.

4. საკვების მიღება ღია პირით (საჭმლის დაღეჭვის დროს ლაპარაკი)

ასე ზედმეტი ჰაერი ორგანიზმში ხვდება, რაც მეტეორიზმს იწვევს. საღეჭი რეზინის დაღეჭვა, მოწევა და გაზიანი სასმელების მიღება გაზების ჭარბ წარმოებაზე გავლენას ახდენს.

5. სოდის მიღება

გულძმარვის და კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ ნატრიუმის ბიკარბონატის (სოდა) მიღებამ შეიძლება გაზების წარმოება გაზარდოს.

6. ზოგიერთი მედიკამენტი

ზოგიერთი საფაღარათო საშუალება, ქოლესტერინის დონის შემამცირებელი მედიკამენტი, ასევე ტრანკვილიზატორები მეტეორიზმს აძლიერებენ.

ხალხური რეცეპტები მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ

  1. პარკოსნებიდან გაზები მოაშორეთ. ამისთვის 1 ჩ/კ კოჭის ფხვნილი ცივ წყალს და მშრალ პარკოსანს დაუმატეთ. აადუღეთ და 1 საათით გააჩერეთ. გარეცხეთ და ამის შემდეგ მტკნარ წყალში მოამზადეთ.
  2. ყოველი ჭამის წინ ლიმონის წვენის, 2 ჩ/კ ვაშლის ძმრის, 2 ჩ/კ თაფლის და 1 ჭიქა წყლის ნარევი დალიეთ.
  3. საუზმის წინ 2 მდოგვის მარცვალი შეჭამეთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. ყოველდღე მდოგვის რაოდენობა 2-2 ცალით გაზარდეთ და 12-მდე ადით. თუ გაზების წარმოება უკვე კონტროლს ექვემდებარება, მარცვლების რაოდენობა თანდათან დღეში 1–2–მდე შეამცირეთ.
  4. დალიეთ ბალახების ჩაი, როგორიცაა ილი, გვირილა, დარიჩინი და მიხაკი. ისინი საჭმლის მონელებას სტიმულირებენ, ლპობის გამომწვევ ბაქტერიებს ამცირებენ და ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებენ.
  5. რეკომენდებულია, ჭამის შემდეგ 1 ფინჯანი დიდი კამის ნაყენი დალიოთ. ამისთვის 10 გრ დიდი კამის თესლს 1 ლ ცხელი წყალი დაასხით.
  6. 1 ჩ/კ თავშავას და 1 ჩ/კ ბარამბოს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 6 წუთით გააჩერეთ. ჭამის შემდეგ დალიეთ. დამატკბობელი არ დაუმატოთ, რადგან ისედაც სასიამოვნო გემო აქვს.
  7. 1 ს/კ ბეგქონდარა 500 მლ წყალში მოხარშეთ. დღეში 1 ფინჯანი დალიეთ. თუ გსურთ, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს