7 საიდუმლო ლამაზი და ბრტყელი მუცლის მისაღებად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

1785

მუცლის ცხიმი მართლაც ყველაზე ჯიუტია და ყველაზე ბოლოს ქრება. თუმცა ამ პატარა ხრიკების რეგულარული გამოყენებით ყველაზე ჯიუტ ცხიმსაც მოიშორებთ.

ოჰ, ეს მომაბეზრებელი პატარა მუცელი, რომელიც ნებისმიერი ტანსაცმლის ქვეშ ჩანს. თან მუცლის ცხიმს ძალიან მარტივი საშუალებებით შეგიძლიათ შეებრძოლოთ. Vivien გიზიარებთ 7 საიდუმლოს, რომელთა დახმარებით ბრტყელი მუცლის მიღებას შეძლებთ.

საკმარისი რაოდენობის წყალი დალიეთ

ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის წყლით ყოველთვის უზრუნველყავით. დღეში 2–3 ლ წყლის მიღება რეკომენდებულია, მაგრამ ბევრი ამ თეორიას ეწინააღმდეგება. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევები როგორც ერთ, ასევე მეორე მოსაზრებას მხარს უჭერს. ჩემი რჩევა: წყლის დალევა აუცილებელია და დალიეთ იმდენი, რომ წყურვილი ვერ იგრძნოთ. ფორმულა ძალიან მარტივია:

სხეულის წონა 0,03–ზე გაამრავლეთ და მიღებული რიცხვი წყლის მიღების დღიური ნორმაა ლიტრებში. კაცებს შეუძლიათ 0,04–ზე თამამად გაამრავლონ.

იცით თუ არა, რომ წყლის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება მუცლის ცხიმზე გავლენა მოახდინოს? თუ ყოველი ჭამის წინ 2 ჭიქა წყალს დალევთ, უფრო სწრაფად დანაყრდებით. ამრიგად, გადაძღომას და საკვებისკენ ლტოლვას თავიდან აიცილებთ.

ადრე დაწექით

წონის დასაკლებად ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა მთავარი ქვაკუთხედია. თუმცა ჯანსაღი ძილის ფაქტორი არ უნდა უგულებელყოთ. თუ ძალიან ცოტა და მოუსვენრად გძინავთ, ორგანიზმი მეტ კორტიზოლს გამოყოფს, რაც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს.

ნეგატიური ფიქრები მოიშორეთ

ცუდ ძილთან ერთად გაღიზიანება და სტრესიც მუცლის ცხიმის დაგროვებაზე გავლენას ახდენს. როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, დათრგუნული და დეპრესიაში ვართ, არაჯანსაღი საკვებისკენ ლტოლვა იზრდება. ჭარბი წონის გამო იმედგაცრუების ნაცვლად ყურადღება სხეულის იმ ნაწილებზე გაამახვილეთ, რომლებიც მოგწონთ. ასე ჩაკეტილი წრიდან გამოძვრებით. მიკრო მიზნები დაისახეთ და ყოველი წარმატებით გაიხარეთ. ნეგატივზე არ ჩაიციკლოთ, ის ყოველთვის ქვემოთ გექაჩებათ, ჩვენი გზა კი არის წინ და ზემოთ!

იოგურტი ხშირად ჭამეთ

იოგურტით საუზმობა ან წახემსება იდეალური ვარიანტია. კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტში შემავალი კალციუმი ცხიმის წვას სტიმულირებს. გარდა ამისა, პრობიოტიკები ნაწლავების მიკროფლორისთვის კარგია და მუცლის შებერილობას ხელს უშლის.

ჯანსაღ ცხიმებს უპირატესობა მიანიჭეთ

სწორი მოხმარებით ცხიმიც აუცილებელია. მონოუჯერი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის და მიწისთხილის ზეთები, ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ავოკადო განსაკუთრებით სასარგებლოა. ის შეიცავს მანოგეპტულოზს, რომელიც ინსულინის წარმოებას თრგუნავს და ამით ცხიმის დაგროვებას ამცირებს.

ნახშირწყლების მიღება შეამცირეთ

მაკარონი, ბრინჯი და კარტოფილი ძალიან გემრიელია, მაგრამ დიდად არ უხდება მათ, ვისაც წელის შემცირება სურს. მაგალითად, სავახშმოდ ცუდი ვარიანტია. თუმცა სადილობაზე გარნირის სახით მათი მიღება ცუდი არა, პირიქით, სასარგებლოა. სჯობს აქცენტი მარცვლეულსა და ხილზე გააკეთოთ. ისინი მუცლის ცხიმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ჩვეულებრივი პასტის დაბალნახშირწყლოვანი ალტერნატივაა სპაგეტი–სკვოში ან ასლის და წიწიბურას მაკარონი.

მაგნიუმის შემცველი პროდუქტები მიირთვით

მუცლის ცხიმის მოშორებაში მაგნიუმიც დაგეხმარებათ. ის ენერგიის მომწოდებელია და გვხდება, გოგრის თესლში, მწვანე ბოსტნეულსა და ავოკადოში. მაგნიუმის შემცველი პროდუქტების მიღება ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც საჭმლის მონელებას და ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების დაშლას არეგულირებს.

ერთადერთი მოქმედი სქემა

დიეტოლოგიის შესახებ ყველა სახელმძღვანელო შეგვიძლია ერთ კონად შევკრათ და ყველა ფიტნეს გურუ, დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი და სხვა კვების სპეციალისტი ერთ დიდ სტადიონზე შევკრიბოთ. თუ წიგნების გვერდებსა და პროფესიონალების თავებში დაგროვებულ ცოდნას დავწვათ, მივიღებთ შემდეგ სქემას: წონაში კლება – კალორიების დეფიციტია, წონის მატება – კალორიების პროფიციტი. სხვა ყველაფრისთვის არსებობს სამაგისტრო ბარათი. იმის მიუხედავად, თუ რომელ კვების პროდუქტს მივირთმევთ, წვეულებას მართავს ის, თუ რამდენს ვჭამთ.

როგორ შევქმნათ კალორიების დეფიციტი გასახდომად? კვება დააბალანსეთ და აქტივობა გაზარდეთ. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ეს სქემა მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მუშაობს – თუ ჰორმონალური დარღვევა გაქვთ. ამ შემთხვევაში კომპლექსური გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ ეს არ გააკეთეთ და დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა ხელთ არ გაქვთ, სავარაუდოდ, უბრალოდ თავს იმართლებთ, თუ რატომ ვერ იღებთ კონკრეტულ წონას. სამწუხაროდ, ხშირად ძირითადი მიზეზი უბრალოდ სიზარმაცეა. როგორც ამბობენ, ის ჩვენზე წინ დაიბადა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რადგან წონაში მოვიმატე და დავიკელი. წონის მატების მიზეზი ყოველთვის მსუნაგობა იყო, ხოლო წონის კლების მიზეზი – სარკეში საკუთარი თავით უკმაყოფილება და ცუდი განწყობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს