სისხლის ცუდი მიმოქცევა: მიზეზები, სიმპტომები და ძლიერი საშუალებები აქტივაციისთვის.

2643

დღეს Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს სისხლის ცუდ მიმოქცევას, რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი გამოვლენა და როგორ გავააქტიუროთ.

როცა სისხლძარღვები ელასტიურობას კარგავს, სისხლის მიმოქცევა უარესდება. შედეგად, ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა რთულდება და ნელდება.

თრომბოზი სისხლძარღვებში სისხლის შედედების ნიშანია. ეს სერიოზული შედეგია, რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. მეორე გავრცელებული პრობლემა ქალებში რომელიც შეიძლება სისხლის არასწორ მიმოქცევას მივაკუთვნოთ – ვარიკოზული ვენები.

სისხლის ცუდი მიმოქცევის მიზეზები

ხშირად ფიზიკურ ვარჯიშს და სიარულს ვუგულებელყოფთ, მჯდომარე ცხოვრების წესს ვეწევით. ეს კი სისხლის ცუდი მიმოქცევის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. სხვა მიზეზებია არასწორი კვება, ჭარბი მარილის მიღება და სითხის ნაკლებობა.

სისხლის ცუდი მიმოქცევის სიმპტომები

სისხლის არასწორი მიმოქცევისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ხელის და ფეხის არასწორი გაგრილება, ვარიკოზული გაფართოებული ვენები ფეხებზე, ცელულიტი, შეშუპება, კანის გაუფერულება, ერექციული დისფუნქცია, სისუსტე და თავბრუსხვევა. ეს სისხლის ცუდი მიმოქცევის ხილული ნიშნებია.

სამკურნალო მცენარეები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

უძველესი დროიდან მცენარეებს სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობის სამკურნალოდ იყენებენ. ფიტოთერაპიას სისხლის ცუდი მიმოქცევის დროს ხშირად იყენებენ.

სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად ბალახებს და მცენარეებს ნაყენების ან ნახარშების სახით იყენებენ. გახსოვდეთ, რომ ბუნებაში არსებობს საშუალებები, რომლებიც კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ნიორი

ნივრის სამკურნალო თვისებები საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ნივრის მიღება ქოლესტერინის დონეზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს: ცუდი ქოლესტერინი მცირდება და კარგის დონე იზრდება. მცენარე არტერიების კედლებზე ცხიმების მიმაგრებას თავიდან აგაცილებთ, ფოლაქების რაოდენობას ამცირებს.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის მიღება იცავს აორტას (ადამიანის სხეულის მთავარ არტერიას), მის მოქნილობას ინარჩუნებს. ნიორი ნორმალურ წნევას მხარს უჭერს, სისხლის სისქეს ამცირებს და სისხლძარღვებს ადუნებს, შედედების ალბათობას ამცირებს.

თუ ნივრის კბილს უზმოზე მიიღებთ, ეს კარგი სისხლის მიმოქცევის გარანტია გახდება.

ბაბუაწვერა

ევროპაში ბაბუაწვერას სამკურნალო მიზნით გამოყენება 600–ზე მეტი წლის წინ დაიწყეს. სამკურნალოდ მცენარის ხმელ ფოთლებს და ფესვებს იყენებდნენ.

ეს ძლიერი გამწმენდი ბალახია. ბაბუაწვერა ორგანიზმში შეკავებული სითხის მოშორებაში დაგეხმარებათ. მდიდარია ტანინებით, ამიტომ ვენურ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.

თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემები გაქვთ, ცოტა ბაბუაწვერას ფოთლებით ან ფესვებით ნაყენი მოამზადეთ და დღეში 3–ჯერ დალიეთ.

მინდვრის შვიტა

მთელ მსოფლიოში ქოლესტერინის დონის შემცირების უნარით არის ცნობილი. უძლიერესი მცენარე სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად ყველაზე მეტად რეკომენდებულია. ის დაბერებას ანელებს და არტერიებს წმენდს, სისხლის კარგ მიმოქცევას ხელს უწყობს. შედეგად, ქოლესტერინის და ცხიმების დონე მცირდება.

ტრადიციულად, შვიტას ნაყენს იყენებენ. 2 ს/კ ბალახს 1 ლ წყალი დაასხით. ადუღების შემდეგ კიდევ 1–2 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 20-30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. დღეში 1–2 ფინჯანი ნაყენი დალიეთ.

ჯენშენი

ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლად ჯენშენსაც იყენებენ. ის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და გულისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით ეფექტურია სისხლისთვის, მას ტოქსინებისა და მინარევებისგან წმენდს.

ჟენშენის მხოლოდ ფესვს იყენებენ, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს და ნივთიერებებს შეიცავს. უბრალოდ ჯენშენის ფესვის ჩაი გააკეთეთ და მისი უპირატესობები გამოიყენეთ.

რეკომენდაციები

ოპტიმალური შედეგების მისაღებად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ზემოთ მოცემული ნებისმიერი მცენარე მიიღეთ. ამავდროულად, სწორად იკვებეთ და ყოველდღე ზომიერად ივარჯიშეთ.

შესაძლებლობის მიხედვით, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ტანი დაიმასაჟეთ. თუ თამბაქოს ეწევით, მოწევა შეწყვიტეთ, სიგარეტი ჯანმრთელობის მტერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს