ექიმის რჩევით ზაფხულშიც კი 3 საბნის ქვეშ ვიძინებ. გიამბობთ, რატომ

1420

რამდენიმე თვის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე საბნის ქვეშ ძილი, როცა სიცხის და დახუთულობის გამო ვერ ვიძინებთ, აბსურდია. როცა ექიმმა ამის შესახებ მიამბო, საფეთქელთან თითი დავატრიალე და მის რჩევას დიდხანს ვუგულებელყოფდი. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა საბნების უბრალო ზვინმა სასიცოცხლო ენერგია და ძალები დამიბრუნა.

საქმე იმაშია, რომ მცირე სტრესზეც უძილობა მეწყება. აბების მიღება არ მსურს, ხოლო მცენარეული ჩაი და კატაბალახა უბრალოდ არ მშველის. სწორედ ასეთი ჩივილით მივმართე ექიმს და „მძიმე საბნის“ მეთოდის შესახებ გავიგე.

Vivien გიამბობთ, თუ რატომ უნდა დაიძინოთ რამდენიმე საბნის ქვეშ.

როგორ მუშაობს?

როცა ადამიანის სხეულზე მსუბუქი ზეწოლა ხდება, ორგანიზმში სეროტონინი და მელატონინი იწარმოება. შესაბამისად, ადამიანი მშვიდდება, დუნდება და ძილში იძირება. ხოლო თხელი საბნის და ცარიელი საბნის გამოსაკრავის მსუბუქი შეხება ნერვულ სისტემას აღიზიანებს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტია საბანი, მით უფრო სწრაფად და ღრმად დაიძინებთ.

სპეციალური საბნებიც არსებობს, რომელთაც ჯიბე აქვთ. აქ, წიწიბურას ჩენჩო ან მინის ბურთები შეგიძლიათ ჩაყაროთ. ასეთი საბნების უპირატესობა წონის რეგულირებაშია – აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ შემავსებელი ამოიღოთ.

ვინ არ უნდა გამოიყენოს მძიმე საბნები

ფანატიზმის გარეშე, მძიმე საუკეთესოს არ ნიშნავს. საბნის ოპტიმალური წონა – თქვენი წონის 10%. წესიდან გადახრა: თუ რესპირატორული, სისხლის მიმოქცევის და ტემპერატურის რეგულირების პრობლემები გაქვთ, უფრო მარტივი მოდელი შეარჩიეთ.

რომელი საბანი ავირჩიოთ

ექიმის აზრით სპეციალურ წონიან საბნებსა და მარტივ საბანს შორის დიდი განსხვავება არაა. თუმცა პირველის შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. სტანდარტული წონიანი საბანი (9 კგ) მინიმუმ 800 ლარი ღირს.

სწორედ ამიტომ, თუ სტრესის და შფოთვის შესამცირებლად მსუბუქ, ბუნებრივ მეთოდს ეძებთ ან უბრალოდ ყოველღამე სწრაფად დაძინება გსურთ, უბრალოდ რამდენიმე საბანი დაიფარეთ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძილი უკვე ერთ კვირაში გაუმჯობესდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს