ჰიპერტონიის პროფილაქტიკა ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით

702

ბოლო დროს, წნევის პრობლემები 35+ ასაკის ადამიანებში უფრო გახშირდა. ჰიპერტონია გულ–სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების წინამორბედია. ექიმი ბუბნოვსკი მაღალი წნევის მთავარ მიზეზად გულის სუსტ კუნთებს მიიჩნევს.

ექიმის აზრით, ამ უსიამოვნების განკურნება აბებს არ შეუძლიათ. აბები მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, ამიტომ მათზე სრულად დაყრდნობა არ ღირს. დაავადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გული სისხლის მიმოქცევას ვერ უმკლავდება და ამ მიზეზით გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს.

გული კუნთია, ამიტომ მას ვარჯიში და გაძლიერება სჭირდება. პროფილაქტიკის მიზნით მეტი უნდა იმოძრავოთ. სიარული გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი საშუალებაა.

Vivien გიზიარებთ ექიმი ბუბნოვსკის რეკომენდაციებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად.

  1. პირველ რიგში, მოთელვა გააკეთეთ და კუნთები გაახურეთ. 2 წუთით სიარული საკმარისია.
  2. თუ ჰიპერტონია და ჭარბი წონა გაწუხებთ, გამარტივებული პლანკა გააკეთეთ. ხელებით რაღაც მყარს (დივანი, სკამი, კედელი, გრძელსკამი) დაეყრდენით. ფეხები უკან გაშალეთ, ტერფებით იატაკს დაეყრდენით. ხედვა წინ. აზიდვების შესრულებისას სხეული არ მოხაროთ და არ ჩაზნიქოთ.
  3. მნიშვნელოვანი მომენტი – სწორი სუნთქვა. ჩასუნთქვაზე ხელები მოხარეთ, სხეული ქვემოთ დაწიეთ. ამოსუნთქვაზე აიზიდეთ, ხელები გამართეთ. ამასთან მკვეთრი ასოთი „ჰა“ ამოისუნთქეთ. შემდეგ ადექით, ხელები ზემოთ აწიეთ და ამოსუნთქვაზე დაუშვით. აზიდვებს დაახლოებით ერთნაირი დრო უნდა დაუთმოთ – 10-30 წამი. 5-ჯერ გაიმეორეთ.

წრეზე სიარული

სასურველია, წყლის ყლუპი დალიოთ, რომ ტვინის სისხლძარღვების დეჰიდრატაცია თავიდან აიცილოთ. ოთახში რამდენიმე ნაბიჯი გადადგით, სკამის ან გრძელსკამის ირგვლივ. კვლავ 5 აზიდვა გააკეთეთ. კვლავ წყალი დალიეთ და წრეზე იარეთ. ასე 4 მიდგომა გააკეთეთ. ყოველ კვირა მიდგომების რაოდენობა გაზარდეთ და 10 მიდგომამდე ადით.

ჯანმრთელი ადამიანებისთვის პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდია ბევრი სიარული და აქტიური ცხოვრების წესი.

სახლში მარტივი ვარჯიშების შესრულებაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 3-4 ვარჯიშის შესრულებას 15-20 წუთი დაუთმეთ. სიაში ჩართეთ ჩაჯდომები და აზიდვები და გული მადლობას გეტყვით, სხეულის ტონუსი კი გაიზრდება.

შეგახსენებთ, სტატია გაცნობით ხასიათს ატარებს. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს