შაქრის მაღალი დონე სისხლში ან დიაბეტი: ამაზე შარდვის თავისებურებები მიგითითებთ

879

სისხლში შაქრის უკონტროლოდ მაღალი დონე ან მე–2 ტიპის დიაბეტი შარდის ბუშტის მუშაობაზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. მე–2 ტიპის დიაბეტი ვითარდება, როცა ორგანიზმი ინსულინის ჰორმონის მიმართ მგრძნობელობას კარგავს. ინსულინი კი სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. ინსულინრეზისტენტობის ზუსტი მიზეზი დღემდე სრულად შესწავლილი არაა, მაგრამ მისი შედეგები კარგად ცნობილია – კერძოდ, სისხლში შაქრის უკონტროლოდ მაღალი დონე, ქრონიკული ჰიპერგლიკემია.

ექსპერტები გვარფთხილებენ, თუ სისხლში შაქრის დასარეგულირებლად ზომებს არ მივიღებთ, ორგანიზმი სერიოზულად დაზიანდება, რაც გავლენას იქონიებს სისხლძარღვებზე, გულზე, ტვინსა და თირკმლებზე. როგორ მივხვდეთ, რომ შაქრის დონე სახიფათოდ მაღალია?

შარდის ბუშტის და ნაწლავების ჯანმრთელობის საზოგადოების, Bladder and Bowel Community–ს ექსპერტების განცხადებით, ამაზე შარდის თავისებურები მიგანიშნებთ.

მათი თქმით, „სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება ნერვების დაზიანება (ნევროპათია) გამოიწვიოს, რაც ნეიროგენული შარდის ბუშტის განვითარებას ხელს უწყობს“.

ნეიროგენული შარდის ბუშტი – ტერმინი, რომელშიც საშარდე გზების მთელი რიგი დაავადებები და დარღვევები იგულისხმება. ამ დროს ადამიანი შარდის ბუშტს ვერ აკონტროლებს. ამ დარღვევაზე შარდვის თავისებურებები მიგითითებთ. ამასთან შეიძლება სისხლში შაქრის მაღალი დონის ან დიაბეტის ნიშანი იყოს.

აი, ეს ნიშნები:

  • ხშირი შარდვა
  • შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)
  • ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი
  • შარდვის ძლიერი სურვილი
  • შარდის შეუკავებლობა, როცა შარდის ბუშტი სავსეა

გარდა ამისა, მე–2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს შეიძლება აწუხებდეთ ნოქტურია – გახშირებული შარდვა (ერთზე მეტჯერ) ღამით. ექიმები გირჩევენ, რომ ასეთი სიმპტომების დროს თერაპევტს მიმართოთ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სიმპტომების შენიშვნისთანავე რეაგირება უნდა მოახდინოთ, რადგან დიაბეტის ნაადრევად აღმოჩენა და თერაპია სხვა სახიფათო პრობლემების რისკს ამცირებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს