სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევები ინსულტის პრევენციისთვის, განსაკუთრებით 55+ ქალებისთვის

1603

ინსულტი ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ხდება. მაღალი რისკის ჯგუფში არიან: 55 წელს ზემოთ ადამიანები, განსაკუთრებით ქალები.

ინსულტის შემდეგ ზოგი სრულად იკურნება. თუმცა გადარჩენილთა 2/3 ნაწილი შეზღუდული რჩება.

Vivien გიზიარებთ ინსულტის თავიდან ასაცილებლად ზოგად რეკომენდაციებს, ასევე პროფილაქტიკის მნიშვნელოვან პრინციპებს.

ინსულტის პროფილაქტიკისთვის ზოგად რეკომენდაციებს შორის გამოიყოფა შემდეგი:

  1. რეგულარულად ივარჯიშეთ. გულის შეტევის რისკს 30-50%–ით ამცირებს. როგორც მინიმუმ, კვირაში 5–ჯერ, 30 წუთით ივარჯიშეთ.
  2. ალკოჰოლის მიღება გააკონტროლეთ. ბევრი ალკოჰოლი ტვინში სისხლის მიმოქცევაზე უარყოფითად მოქმედებს. დღეში 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის დალევა რისკს 50%–მდე ზრდის.
  3. წონა აკონტროლეთ. წონის 5-10%–ით დაკლება არტერიული წნევის და სისხლში შაქრის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. დიაბეტიკებს ინსულტის ალბათობა 4-ჯერ მეტი აქვთ.
  4. დაბალანსებულად იკვებეთ. კვება, რომელიც შეიცავს ხილს, ბოსტნეულს, თესლს, კაკალს, უცხიმო ხორცს და თევზს, ინსულტის რისკს 25%–ით ამცირებს.
  5. არ მოწიოთ. ეს საკმაოდ ცხადია, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ.

რჩევები, რომელთა შესახებ ადრე არ გვსმენია

1. კალიუმით მდიდარი პროდუქტები მიირთვით

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, ბევრი კალიუმის მიღება ინსულტის რისკს ამცირებს. ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს პოსტმენოპაუზის პერიოდში.

კალიუმით მდიდარი პროდუქტები:

  • თეთრი ლობიო
  • მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული
  • ტკბილი კარტოფილი
  • გარგარის ჩირი
  • გოგრა
  • თეთრი იოგურტი
  • ცხიმიანი ზღვის თევზი
  • ავოკადო
  • სოკო
  • ბანანი

2. შოკოლადი მიირთვით

თუ შოკოლადი გიყვართ, თქვენთვის საოცარი ამბავი გვაქვს. რამდენიმე კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც შავ შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც ჭამენ, ინსულტის რისკი მთელი 30%–ით შემცირებული აქვთ.

გარდა ამისა, დიაბეტის რისკი 30%–ით და გულის დაავადებების რისკი თითქმის 40%–ით მცირდება.

რაც უფრო მეტ კაკაოს შეიცავს შოკოლადი, მით უკეთესი. მინიმუმ 60%–ით მაინც უნდა შედიოდეს.

3. ობსტრუქციული ძილის აპნოე იმკურნალეთ

ძილის აპნოეს დიაგნოზმის დასმა ხშირად არ ხდება. კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ 15–დან 1 ზრდასრული ადამიანი მსუბუქი ან მძიმე ფორმის ძილის აპნოეთი იტანჯება.

მაიოს კლინიკის ვებსაიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, არა მხოლოდ მძიმე, არამედ მსუბუქი აპნოე ინსულტის რისკს ზრდის.

მამაკაცებისთვის ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებისთვის. თუ ძილის აპნოე გაწუხებთ, ამ პრობლემის დროულად მოშორებაზე იზრუნეთ.

4. სტომატოლოგს ეწვიეთ

ყოველ 6 თვეში კბილების პროფესიონალური წმენდა გულის შეტევის რისკს 24%–ით, ხოლო ინსულტის რისკს 13%–ით ამცირებს.

სტომატოლოგს შეუძლია უფრო ადრე დაინახოს გულის დაავადების პირველი სიმპტომები, ვიდრე თქვენ ან თქვენს ექიმს. მაგალითად, ღრძილების შეშუპება ან კბილების მოდუნება ნიშნავს, რომ მკურნალობა უფრო ადრე უნდა დაიწყოთ.

5. სხვა უჩვეულო სიმპტომებს ყურადღება მიაქციეთ

სხეული ბევრ, სხვადასხვა სიგნალს გვაძლევს, ამიტომ მნიშვნელოვანია მას მოუსმინოთ და ყველა უჩვეულო სიმპტომს დააკვირდეთ.

მაგალითად: ქოშინი, გულის რიტმის შეცვლა ან სწრაფი დაღლა.

თუ რაღაც საეჭვო შენიშნეთ, არ უგულებელყოთ და ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს