ღამით ოფლიანობა: მიზეზები და საშუალებები სწრაფად გასაქრობად

1630

ზოგჯერ ღამით ვიღვიძებთ და იმის მიუხედავად, რომ კარგი კლიმატი და ფართო ოთახი გვაქვს, ისე ვოფლიანობთ, თითქოსდა ინტენსიურად ვვარჯიშობთ. ღამით ოფლიანობას შეიძლება სხვა სიმპტომებიც ახლდეს. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს ღამით ოფლიანობას და როგორ ვებრძოლოთ.

ღამის განმავლობაში ჭარბი ოფლიანობა ადამიანს ძილის შეწყვეტას აიძულებს, რომ სველი თეთრეული და ღამის პერანგი გამოცვალოს. ძილის შეწყვეტა ჰორმონების ბალანსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ოფლიანობა სხეულის ტემპერატურის რეგულირების მექანიზმია, როდესაც სხეულის შიდა ტემპერატურა იზრდება, გამაგრილებელი მექანიზმი ირთვება.

ეს მექანიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ფიზიკური ვარჯიშით და გარემოს ტემპერატურით. ასევე იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რეფლუქსით, ინფექციებით და ა.შ. ოფლიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური სტიმულებით, როგორიცაა შიში, ტანჯვა და სტრესი. ეს გამოწვეულია ნერვული სისტემის შესაძლებლობით შეცვალოს ფიზიოლოგიური პროცესები, როგორიცაა გულისცემა და არტერიული წნევა.

ღამით ოფლიანობის ძირითადი მიზეზები

ოფლიანობა ნორმალურია და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება. შედეგად, თავიდან ვიცილებთ შინაგან დაზიანებებს, კერძოდ, ტვინის უჯრედებში, რომელიც მაღალი ტემპერატურის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. თუმცა ძილის დროს ოფლიანობა ნორმალური არაა. ღამით ხშირად ოფლიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული პათოლოგიებით, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ფიზიოლოგიური მიზეზები

მენოპაუზა: კლიმაქსის პერიოდში, მანამდე და შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები ღამით ოფლიანობის ერთ–ერთი მიზეზია. შედეგად, ესტროგენის წარმოება მცირდება, ტვინი სხეულის მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ჰორმონები ორგანიზმის აფთიაქია.

ინფექციები: ინფექციები სხეულის ტემპერატურას ზრდიან ბაქტერიებთან ან ვირუსებთან, რესპირატორულ ან შინაგან ინფექციებთან საბრძოლველად. შედეგად, ღამით შეიძლება ტემპერატურა გაიზარდოს, ამ დროს ორგანიზმი თვითრეგულაციის ყველა მექანიზმს რთავს, მათ შორის ოფლდენას.

არსებობს უფრო სერიოზული ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ენდოკარდიტი. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, ღამით ოფლიანობის გარდა სხვა სიმპტომები თუ გაქვთ.

ჰიპერთირეოზი: ფარისებრი ჯირკვლები ჰორმონების ჯადოსნური ყუთია. მისი წყალობით სხვა ჰორმონების წარმოება შეგვიძლია. ჰორმონების დისბალანსის დროს მთელი ორგანიზმის მუშაობა იცვლება, მათ შორის ტვინის მიერ კონტროლის ცენტრები.

ქიმიური პრეპარატები: ბევრი მედიკამენტი ჭარბ ოფლიანობას იწვევს, მათ შორის ანტიდეპრესანტები და ანქსიოლიტიკური საშუალებები. ალკოჰოლს, ნარკოტიკს და თამბაქოს სხეულის ტემპერატურის კონტროლის შეცვლა შეუძლია.

არასწორი კვება: დაუბალანსებელი კვება, განსაკუთრებით გადაძღომა, რაფინირებული და დამუშავებული საკვების მიღება ღამით ოფლიანობას იწვევს. მათ, ვისაც კუჭის რეფლუქსი ან საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებთ, ხშირად ეს აშლილობა ტანჯავთ.

ფსიქოლოგიური მიზეზები

ფსიქოლოგიური მიზეზები მრავალფეროვანია. ღამით ტვინი აჯამებს იმას, რაც დღის განმავლობაში შევისწავლეთ და განვიცადეთ, რომ კონკრეტული სწავლება გააკეთოს. ცხადია, თუ მძიმე დღე გქონდათ ან სტრესი განიცადეთ, ამას თავისი შედეგი მოყვება.

როგორ მოვიშოროთ:

  • ღამით სუფთა ტანსაცმელი გამოიყენეთ, ასევე ზედმეტი ტანსაცმელი გაიხადეთ.
  • ახალი და ბამბის თეთრეული გამოიყენეთ.
  • ოთახი ხშირად გაანიავეთ და გააგრილეთ. ხელოვნური გამაგრილებელი გამოიყენეთ ან ფანჯრები და კარები გააღეთ.
  • საღამოს თბილი წყლით, მარილით, სოდით და ბალახებით (სალბი, გვირილა, ჭინჭარი, კატაბალახას ფესვი) აბაზანა მიიღეთ. აბაზანის შემდეგ მსუბუქი მასაჟისთვის ყავის სკრაბი გამოიყენეთ. შედეგად, ასე სხეულს გააჯანსაღებთ და ნერვებს დაამშვიდებთ.
  • ძილის წინ სარელაქსაციო ტექნიკები შეასრულეთ.
  • უხვად ვახშმობას მოერიდეთ.
  • რაციონიდან ამოიღეთ გაზიანი სასმელები. ჩაანაცვლეთ უფრო ნატურალური სასმელებით, თბილი ნაყენებით და ა.შ.

გახსოვდეთ, თუ ღამით ოფლდენა გახშირდა და უკონტროლოა, ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, სხეული მინიშნებას გაძლევთ და ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს