D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები: თითებში შეგრძნება გამაფრთხილებელ ნიშანს იძლევა

3028

მზის სინათლის ულტრაიისფერი სხივები კანზე მოხვედრისას D ვიტამინის სინთეზს იწვევს. ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სიმპტომი, რომელთაგან ერთ–ერთი თითში გვხვდება.

D ვიტამინი ღვიძლში ინახება, ხოლო D2 და D3 ვიტამინები ორგანიზმში აქტიური არაა.

ორივე ფორმა ღვიძლსა და თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში, რომელსაც აქტიურ D ვიტამინს ან კალციტრიოლს უწოდებენ. D ვიტამინი ძვლებს ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რაც ძვლების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია კუნთების მოძრაობისთვის, ნერვებს შორის კავშირებისთვის და ანთებასთან საბრძოლველად.

თითების უძრაობა და სისუსტე შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის ნიშანი იყოს.

ართრიტის ფონდის მონაცემებით, ადამიანებს, რომლებიც პერორალურ სტეროიდებს იღებენ, 2–ჯერ უფრო მეტად აწუხებთ D ვიტამინის დეფიციტი, ვიდრე მათ, ვინც სტეროიდებს არ იღებს.

„D ვიტამინის ფიზიოლოგიური ეტაპების ნებისმიერი ნაწილის დარღვევამ შეიძლება D ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს, რამაც შეიძლება ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაცემა, ძვლების მასის შემცირება და მოტეხილობა გამოიწვიოს. ნიშნების და სიმპტომების ამოცნობა ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში ეხმარება. ექიმებს ოსტეომალაციაში ეჭვი უნდა შეეპაროთ, თუ პაციენტი ხანგრძლივი დროით D ვიტამინის დეფიციტს განიცდის, შრატში კალციუმის და ფოსფორის დაბალი დონეები აქვს.“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში მონაწილეობდა 41 წლის ქალი, რომელმაც აღნიშნა, რომ მარჯვენა მხარეს საზარდულში მოულოდნელ ტკივილს და „წკიპურტს“ გრძნობდა. შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა. ძვლების ჯანმრთელობისთვის კალციუმის და D ვიტამინის მიღება მნიშვნელოვანია. ეს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა თუ მკურნალობისთვის პირველი ნაბიჯია.

კალციუმი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის, ხოლო D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება, ასევე ძვლებს იცავს.

ამ მკვებავი ნივთიერებების საუკეთესო წყაროა საკვები პროდუქტები, მათ შორის თინუსი, ცხიმიანი თევზი და ძროხის ღვიძლი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს