ტოქსინები ღვიძლში: 6 სიმპტომი, რომელიც საფრთხის არსებობაზე გაფრთხილებთ

1155

ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, როცა ღვიძლის რეგულარულად გაწმენდა დავიწყე. ადვილად ვიღვიძებ, თავის ტკივილის და სიმძიმის, სახსრების უძრაობის გარეშე. მხნეობას და ენერგიის მოზღვავებას დილიდან გვიან საღამომდე ვგრძნობ. და ეს შესანიშნავია!

სწორედ ამიტომ, Vivien გირჩევთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, ღვიძლი გაიწმინდოთ. ყველაზე ეფექტური მეთოდი: 2-3 დღე ბოსტნეულის სმუზი დალიეთ.

ღვიძლის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს არასწორი კვება და მავნე ჩვევები იწვევს.

სწრაფად დაღლა და მუდმივად დაღლილობის შეგრძნება დილით, გაღვიძებისთანავე

ეს სიმპტომი ღვიძლის დაზიანების მეტნაკლებად აშკარა ნიშანია. დაგროვებული ტოქსინები და ცხიმები ღვიძლს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას აიძულებს. შედეგად, ეს ძილიანობას, წოლის და დასვენების სურვილს იწვევს.

შიმშილის არ ქონა და ჩვეული საჭმლის მიმართ ზიზღი

ეს ღვიძლის დაზიანების კიდევ ერთი აშკარა ნიშანია. სწორედ ამიტომ, სამედიცინო გამოკვლევა დაუყონებლივ უნდა ჩაიტაროთ. განსაკუთრებით, თუ მადის დაქვეითებას წონის კლება ახლავს.

საჭმლის მონელების პრობლემები

ღვიძლის ცუდად მუშაობა ნაღვლის წარმოებას ართულებს. ეს საჭმლის მონელებას აფერხებს და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა.

ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობა აშკარა სიმპტომებთან ერთად

თუ დიეტების და ფიზიკური ვარჯიშის მიუხედავად წონაში ვერ იკლებთ, ეს შეიძლება ღვიძლის დისფუნქციის ნიშანი იყოს.

შარდის ფერის შეცვლა

ნარინჯისფერი, ქარვისფერი ან ყავისფერი შარდი ბილირუბინის მაღალ დონეზე შეიძლება მეტყველებდეს. ის ყვითელი პიგმენტია, რომელიც ჰემოგლობინის ბუნებრივი დაშლის შედეგად წარმოიქმნება და ჩვეულებრივ, ღვიძლიდან გამოდის. თუმცა ღვიძლის დისფუნქციის დროს ბილირუბინი შარდიდან გამოდის.

დეპრესია და განწყობის ცვლილება

ტოქსინებით სავსე ღვიძლმა შეიძლება სხვადასხვა ფორმის დეპრესიის განვითარებას ხელი შეუწყოს. შედეგად, ეს იწვევს ცუდ განწყობას, მუდმივ დარდს, პერიოდულად აფეთქებას.

ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ღვიძლის სწორად მუშაობა ემოციურ ჯანმრთელობაზე მთავარ გავლენას ახდენს. უბრალოდ ცუდი დღე ერთია, მაგრამ ქრონიკულად განწყობის ცვლილებები, რომელსაც ნაკლები ფიზიკური ენერგია ახლავს – მეორე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს