ეს ჩაი ართრიტს, სახსრების ტკივილს და ჭარბ შარდმჟავას მოგაშორებთ

1652

ბუნებასთან პარტნიორული ცხოვრება ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. სამკურნალო მცენარეების მიღება საუკეთესო გზაა, რომ ბუნებასთან კავშირი აღადგინოთ. დღეს Vivien გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ჭინჭარი და როგორ გამოვიყენოთ.

ჭინჭარი ყველაზე სასარგებლო ნაადრევ გაზაფხულზეა, როცა ზამთრის შემდეგ ზრდას მხოლოდ იწყებს. დაახლოებით 5 სმ ღეროს ჭრიან და აშრობენ. ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ჰისტამინი, აცეტილქლორინი, სეტინინი და ჭიანჭველის მჟავა. ასევე შეიცავს ბევრ რკინას, კალიუმს, მანგანუმს, კალციუმს, A, C, D და K ვიტამინებს. მხოლოდ ერთი ფინჯანი ჭინჭარი A ვიტამინის საოცარ 1790 ME იძლევა, რაც სამდღიან რეკომენდებულ დოზას შეადგენს.

ყველაზე ხშირად ჭინჭრის ფოთლებს და ფესვებს იყენებენ, რადგან ზრდასრული მცენარის ღერო საკმაოდ უხეშია.

ჭინჭარს შემდეგი თერაპიული გამოყენება აქვს:

  • რკინის და ქლოროფილის მაღალი შემცველობის წყალობით ანემიას და დაღლილობას კურნავს.
  • ჭინჭრის ფესვები სასარგებლოა წინმდებარე ჯირკვლის, პროსტატის გაზრდის (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია), ასევე საშარდე გზების ინფექციის დროს.
  • სეზონურ ალერგიას ამსუბუქებს.
  • შარდმდენი მოქმედება აქვს.
  • ართრიტს, სახსრების ტკივილს აქრობს, ასევე სახსრებიდან შარდმჟავას გამოდევნის.
  • ადგილობრივ სისხლდენას აჩერებს.
  • შარდის ქვებს შლის
  • ჭინჭარს აღგმზნებ საშუალებადაც თვლიან.

ხშირად ამზადებენ ჭინჭრის ჩაის, თუმცა ზოგი უმადაც მიირთმევს.

ჭინჭრის ჩაი

ახალი ჭინჭრის ჩაი მოცხარის და ალუბლის ტოტებთან ერთად განსაკუთრებით არომატულია, დაჭრილი ტოტები თერმოსში ჩაყარეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით დააყენეთ და 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლები დაუმატეთ. კიდევ ერთი საათით დააყენეთ და გადაწურეთ.

ეს ჩაი ჯანმრთელობას, ძალას და მხნეობას დაგიბრუნებთ! 1 ჭიქა ჩაი ლიმონთან და თაფლთან ერთად შეგიძლიათ დღეში 2–3–ჯერ დალიოთ. სამკურნალო სასმელი გემრიელი, არომატული და წარმოუდგენლად სასარგებლოა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს