სისხლის კოლტებს, რომლებიც ფეხების ვენებში წარმოიქმნება, ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება და შეიძლება სასიკვდილო იყოს. კოლტები დაზიანებულ ზონაში სისხლის მიმოქცევას ბლოკავენ, შეიძლება გულში ან ფილტვებში მოხდეს და სასიკვდილო გახდეს.
გარკვეული დაავადებები ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკს ზრდის. მათ შორისაა სიმსივნე, გულის დაავადება, ნაწლავების ანთება და სისხლის შედედების მემკვიდრეობითი დარღვევა. ამ პირობების არქონის შემთხვევაშიც ყველა რისკის ქვეშაა. სწორედ ამიტომ, ღრმა ვენების თრომბოზის განვითარებაში კვების მნიშვნელობა უნდა გააცნობიეროთ. სინამდვილეში სიტუაციის შესაცვლელად ბევრის გაკეთება შეგიძლიათ.
ღრმა ვენების თრომბოზი მკურნალობას ექვემდებარება, თუ დროულად აღმოაჩენთ. გარისკვა არ ღირს, მით უფრო თრომბის განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება მარტივია!
Vivien გთავაზობთ 6 პროდუქტს თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად:
1. წყალი დალიეთ
გაუწყლოება ერთ–ერთი მთავარია ფაქტორია, რაც თრომბის განვითარებას იწვევს. წყლის დეფიციტის დროს სისხლი სქელდება, ეს კოლტების წარმოქმნის რისკს ზრდის.
მარტივი მეთოდი წყლის დონის შესამოწმებლად – შარდს დააკვირდით. თუ შარდი ღია ყვითელი ან თითქმის გამჭვირვალეა, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის წყალს იღებს. თუ ნარინჯისფერი ან ყავისფერია, თქვენ საკმარის წყალს ვერ იღებთ, რომ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი შეამციროთ.
2. კივი შეჭამეთ
ხილ–ბოსტნეულით მდიდარი რაციონი ყველა დონის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ნორვეგიაში ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კივი სახიფათო კოლტების განვითარების თავიდან აცილებაში გვეხმარება. მათმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 2–3 კივს ჭამდნენ, თრომბოციტების დაბალი აქტივაცია ჰქონდათ.
თავის მხრივ, თრომბოციტების დაბალი აქტივაცია თრომბის წარმოქნის რისკს ამცირებს. აღმოჩენილ იქნა, რომ კივი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
სისხლის შედედებას აფერხებს ფორთოხალი, მარწყვი, მოცვი, შტოში, ყურძენი, ქიშმიში და შავქლიავი.
3. სანელებლები მიირთვით
ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკის შესამცირებლად ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია ნივრის რეგულარულად მიღება. ნიორს შესანიშნავი სისხლის გამათხელებელი თვისება აქვს.
ასევე მიირთვით სალიცილატებით მდიდარი სხვა ბალახი და სანელებლები: ბეგქონდარა, კარი, კურკუმა, კაიენის წიწაკა, პაპრიკა, ძირტკბილა, პიტნა და კოჭა.
4. ზეითუნის ზეთზე გადადით
ზეითუნის ზეთი გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის, მათ შორის თრომბის პრევენციისთვის ძალიან სასარგებლოა. ზეითუნის ზეთში შემავალი ფენოლები სისხლში თრომბის წარმომქმნელი ზოგი ნივთიერების დონეს ამცირებს.
5. კაკლით და თესლით დატკბით
კაკალიც და თესლიც E ვიტამინით მდიდარია, რომელიც სისხლის ბუნებრივი გამათხელებელია. კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი E ვიტამინის მიღება თრომბის ხელმეორედ განვითარებას თავიდან აგაცილებთ, თუ თრომბი უკვე გაქვთ.
6. თევზი და სელის თესლი რეგულარულად მიირთვით
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები სისხლის გათხელებას ხელს უწყობენ, ასევე კოლტების წარმოქმნას და ინსულტს თავიდან გაცილებთ. კვლევამ აჩვენა, რომ დღიურ რაციონში 1,8 გრ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დამატებით სისხლის მიმოქცევას და არტერიების მოქნილობას მნიშვნელოვნად გაზრდით.
ომეგა 3–ის ცნობილი წყაროა თევზი, განსაკუთრებით ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, კალმახი და ანჩოუსი. სელის და მზესუმზირას თესლებიც ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყაროა.