ორმაგი ნიკაპი – ეს არის ცხიმების და ლიპიდების დაგროვება, რომელიც ნიკაპის ქვეშ მთელი ყელის გასწვრივ მდებარეობს. შედეგად, ადამიანს აღიზიანებს, განწყობის და თვითშეფასების პრობლემებს იწვევს.
თუ ორმაგი ნიკაპის მოშორება გსურთ, Vivien მარტივი ვარჯიშების და პროცედურების გამოყენებას გირჩევთ. კანის და ყელის კუნთების გაძლიერებასთან ერთად დაგროვებულ ცხიმოვან ქსოვილებსაც მოიშორებთ.
ორმაგი ნიკაპი ხშირად არასწორი კვების და/ან მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგია.
სახეც და ყელიც ათობით კუნთისგან შედგება, რომლებიც გლუვი და მკვრივი კანის არსებობაზე პასუხისმგებლები არიან. ამ პროცედურების დახმარებით ნაოჭები გაქრება, ამ ზონაში ცხიმის რაოდენობა შემცირდება.
ვარჯიში ყოველდღე მხოლოდ 5 წუთით შეასრულეთ და შედეგს უკვე პირველივე თვეს დაინახავთ.
ვარჯიში 1
ზურგი გამართეთ და პირი დამუწეთ. ამავდროულად ენით საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ. 10–ჯერ შეასრულეთ. ვარჯიში დღეში 3–ჯერ გაიმეორეთ. ასე ყელის ტონუსის გასაზრდელად ყველა კუნთს გააქტიურებთ.
ვარჯიში 2
დაჯექით, ზურგი გამართეთ და მაქსიმალურად მოდუნდით. ყელის და ნიკაპის კუნთები დაჭიმეთ, კბილები ერთმანეთს დააჭირეთ და ნიკაპი წინ გამოწიეთ. 5-10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში 3
ყელის და ნიკაპის მასაჟი. ქვემოდან ზემოთ ნაზი მოძრაობები შეასრულეთ. ხანგრძლივობა – 1 წუთი.
შხაპის შემდეგ ხელებით და დახვეული სველი პირსახოცით ნიკაპზე ტკაპუნა მოძრაობები შეასრულეთ. 15-20-ჯერ შესრულება საკმარისია, რომ ლიმფური ნაკადი და სისხლის მიმოქცევა გაააქტიუროთ. ზღვის მარილწყალში დასველებული პირსახოცის გამოყენებით შედეგს დააჩქარებთ.
ამის შემდეგ ნუშის ზეთი თხელ ფენად წაისვით.
მიღებული შედეგის დასაჩქარებლად მასაჟი და ვარჯიში დღეში 2–ჯერ შეასრულეთ. თქვენი რაციონი გაამდიდრეთ ხილ–ბოსტნეულით, რადგან ისინი ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ და კანის და კუნთების გაძლიერებას ხელს უწყობენ.