6 ნიშანი, რომ ბევრ მარილს ჭამთ: რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და რამდენია დღიური ნორმა

874

მარილი პოპულარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი სანელებელია. თუმცა მისი ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობას აზიანებს. ტყუილად არ ამბობენ, რომ მარილი თეთრი სიკვდილია. ბევრს სმენია ეს გავრცელებული ფრაზა, მაგრამ ყველამ არ იცის მისი მნიშვნელობა. Vivien გიამბობთ, რა ხდება, როცა ძალიან ბევრ მარილს ჭამთ.

ჩვევად გაქვთ გასინჯვამდე საჭმლის დამარილება? ბევრი ასე აკეთებს და ირწმუნება, რომ მარილი ზოგიერთ კერძს დახვეწილ გემოს მატებს. არადა გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი მარილი ჯანმრთელობისა და ორგანიზმისთვის საზიანოა. მეცნიერულად აგიხსნით, რატომ უნდა შეამციროთ მარილის მოხმარება.

რატომ არ უნდა მიიღოთ ბევრი მარილი?

დიახ, ჩვენ სხეულს გარკვეული რაოდენობის ნატრიუმი სჭირდება, მაგრამ დღიურ ნორმას არ უნდა გადავაჭარბოთ. ჭარბი მარილი ჰიპერტონიას, გულ–სისხლძარღვთა შეტევის და ინსულტის რისკს ზრდის. ბერლინის ბიოლოგიის და სამედიცინო სისტემის ინსტიტუტის მეცნიერთა გუნდმა ექიმი საბრინა გეისბერგერის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა, რომ ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება ბაქტერიების და ვირუსების მიერ გამოწვეული დაავადებების მიმართ უფრო უძლურს გვხდის. მარილის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ნატრიუმის დონეს ზრდის, რაც იმუნური უჯრედების ცვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამით კი მთელ იმუნურ სისტემას ასუსტებს, წინააღმდეგობის უნარს ამცირებს.

რამდენი მარილი უნდა მივიღოთ დღიურად?

კვების ექსპერტები გირჩევენ, რომ დღეში 5, მაქსიმუმ 6 გრ მარილი მიიღოთ. ასე ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებთ. მარილი დამუშავებულ საკვებ პროდუქტებში იმალება და ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ბავშვებისა და ჰიპერტონიის მქონე ადამიანებში მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.

ჩვეულებრივ, ბევრი მარილის მიღებას ნატრიუმის აუცილებლობით ვამართლებთ. სინამდვილეში, ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 2,3 მგ, ხოლო მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანს მხოლოდ 1,5 მგ ნატრიუმი სჭირდება.

ნატრიუმის ჭარბი შემცველობა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და თირკმლების პრობლემების განვითარების რისკს ზრდის. თუ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გაქვთ, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ჭარბი მარილის მიღება ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

როგორ მივხვდეთ, რომ ჭარბ მარილს ვიღებთ? ნიშნები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

1. მზა კერძებს უპირატესობას ანიჭებთ

დამუშავებული საკვების, კერძოდ მზა კერძების მიღება, როგორიცაა სოუსები, მარილის ჭარბად მიღების პირველი ნიშანია. ასეთი პროდუქტები ბევრ, დამალულ მარილს შეიცავენ, ამიტომ ზომიერების ფარგლებში მარილის მიღების გაკონტროლება რთულია. შეძენისას შემადგენლობას და ნატრიუმის რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ. აქვე შედის კონსერვები, წვნიანები, გაყინული ნახევარფაბრიკატები.

2.  მუდმივად წყლის დალევა გინდათ

ჭარბი მარილის მიღება ორგანიზმში სითხეზე გავლენას ახდენს. მარილი ადამიანს სითხეს ართმევს, გაუწყლოებას იწვევს, რასაც ჯანმრთელობისთვის დამღუპველი მოქმედება აქვს. ერთ–ერთი ნიშანია დილით გაღვიძებისას ძლიერი წყურვილი. დიდი ალბათობით, საღამოს ძალიან მარილიანი პროდუქტები მიიღეთ. დამნაშავე შეიძლება იყოს დამუშავებული ხორცი, მარილიანი ყველი და ზეთისხილი, რომლებიც ბევრ ნატრიუმს შეიცავენ. ყურადღება: გაუწყლოება თავის ან კუჭის ტკივილს იწვევს.

3. შებერილობა გაწუხებთ

თუ მუდმივად შეშუპება გაწუხებთ, ეს მარილის ჭარბად მიღების ნიშანია. მარილი ორგანიზმში სითხეზე გავლენას ახდენს, ამიტომ ჭარბი შემცველობა შებერილობის გრძნობას იწვევს. გარდა ამისა, სითხის შეკავება სხეულის მასას ზრდის, რაც ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს.

4. გემო შეიცვალა

მარილის ჭარბი რაოდენობის შედეგად შეიძლება გემო შეიცვალოს ან ნაწილობრივ დეფორმირდეს. ძალიან არომატული და კარგად შესუნელებული კერძები მოულოდნელად რაღაც ჩვეულებრივი ხდება და კიდევ უფრო მეტად დამარილება გიწევთ. ეს კი სახიფათო პრაქტიკაა. როგორ მივხდეთ, რომ გემოს აღქმა შეიცვალა? ძალიან მარტივია: მეგობრებთან ერთად ისადილეთ და ერთნაირი კერძი შეუკვეთეთ. თუ მხოლოდ თქვენ გაწუხებთ მარილის ნაკლებობა, მიზეზს მიხვდებით. არ ინერვიულოთ! უბრალოდ რამდენიმე დღით მარილიან პროდუქტებსა და მარილზე უარი თქვით. ე.წ. ანტიმარილის დიეტა თქვენს გემოს სწრაფად აღადგენს.

5. მაღალი არტერიული წნევა გაქვთ

მაღალი არტერიული წნევის დროს მარილის მოხმარებას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. მეორე მხრივ, ჭარბი მარილის მიღებამ ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება ჰიპერტონიკად აქციოს. რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა მზა კერძებსა და სწრაფი კვების პროდუქტებზე უარი უნდა თქვან და რეგულარულად გამოკვლევა ჩაიტარონ.

6. თირკმლებში კენჭები გაქვთ

რა იწვევს თირკმლებში კენჭებს? მთავარი რისკფაქტორი, რომელიც თირკმლებში კენჭების გაჩენას იწვევს, ნატრიუმის ჭარბი მოხმარებაა. პროფილაქტიკა: რეგულარულად წყლის რეჟიმი და ნატრიუმის დონის გაკონტროლება.

გახსოვდეთ, სტატია მხოლოდ გაცნობით, საინფორმაციო ხასიათს ატარებს და სამედიცინო დიაგნოზს ან მკურნალობს არ ცვლის. რაციონის, ძილის ჩვევის, დანამატების მიღების ან ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს