ღრძილების რეცესია: 4 შინაურული წამალი მდგომარეობის სწრაფად გამოსასწორებლად

1695

კბილებზე ნადების და ღრძილების კიდეებთან ქვის დაგროვება მათ კბილებისგან განცალკევებას იწვევს. თავის მხრივ, ეს კბილებსა და ღრძილებს შორის სივრცეში კბილის ქვის წარმოქმნას ხელს უწყობს.

მაშინაც კი, თუ დილა–საღამოს კბილებს გულმოდგინედ იხეხავთ და კბილის ძაფით იწმენდთ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ. ხშირად ამას უგულებელყოფენ, რადგან თავიდან არანაირ პრობლემას არ იწვევს. მოქმედებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა სხვა პრობლემებიც ჩნდება, როგორიცაა ცხელ, ცივ ან მჟავე საკვებზე მგრძნობელობა, ღრძილებზე აბსცესები და კბილების მოძრაობა.

Vivien გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ იმის მიუხედავად, რამდენად სერიოზული მდგომარეობა გაქვთ ღრძილებზე.

1. ფარსმანდუკი

ბევრი ამერიკული ტომი ფოთლებს ღეჭავს, როგორც კბილის ტკივილის და სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებას. ფარსმანდუკის ანტიკოაგულანტური (შედედების საწინააღმდეგო), ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ღრძილების დაავადების ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმარებათ.

ყველაზე მარტივი მეთოდი: ფარსმანდუკის ფოთლები და ღეროები დაღეჭეთ, თუ ახალი მცენარე გაქვთ. შეგიძლიათ ჩაი დააყენოთ და პირში გამოივლოთ. ანტისეპტიკური ჩაი პირის ღრუს ჰიგიენას გააუმჯობესებს.

2. მწვანე ჩაი

დამტკიცებულია, რომ მწვანე ჩაის რეგულარული მიღება კბილების ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები კარგად ცნობილია.

იაპონური კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის დალევა არა მხოლოდ პაროდონტის განვითარების ალბათობას ამცირებს, ასევე ღრძილების ანთებას ამცირებს და კბილების ფიქსაციას აუმჯობესებს. მწვანე ჩაი დღეში 1–2–ჯერ დალიეთ და სასმელში შემავალ ტანინებს სამუშაოს შესრულება უფლება მიეცით (ოღონდ უშაქრო დალიეთ).

3. სალბი

სალბის ჩაი კიდევ ერთი სამკურნალო წამალია, რომლის გამოყენებაც ღრძილების სამკურნალოდ ღირს. ბალახს უძველესი დროიდან სტომატოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ იყენებენ, რაც მისი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით არის განპირობებული. ადამიანები სალბის ფოთლებს ღეჭავენ შეშუპებული ღრძილების და კბილებზე აბსცესების სამკურნალოდ.

სალბის ჩაი პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ. ასე ღრძილების მკურნალობასთან ერთად კბილების ჰიგიენასაც გააუმჯობესებთ.

4. C ვიტამინი

C ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ღრძილების ანთება და სისხლდენა გამოიწვიოს. ვიტამინები შეგიძლიათ საკვები პროდუქტებიდან მიიღოთ, რადგან ბუნებრივ ფორმაში ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე სინთეტიკურ ვერსიებში.

C ვიტამინით მდიდარი ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, განსაკუთრებით მუქი მწვანე და ფოთლოვანი ბოსტნეული. ასევე წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, კივი, კენკრა და ციტრუსი. რეკომენდებულია, ხილ–ბოსტნეული უმად მიირთვათ. მწვანე სმუზები მომზადებისთანავე დალიეთ და მაქსიმუმი სარგებელი მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს