აი, როგორ დავჭიმოთ ჩამოწელილი მუცლის კანი და დავუბრუნოთ ძველებური სიმკვრივე

1019

კანი ძალიან ელასტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს კანს გაწელვის და შეკუმშვის უნარი აქვს.

ასაკის მატებასთან და სხვა ფაქტორების გამო კანი ელასტიურობას კარგავს, თუმცა ყოველდღე მარტივი პროცედურების შესრულებით კანს სიმკვრივეს დაუბრუნებთ. მარტივი პროცედურები ძალიან სწრაფად ჩვევად გადაიქცევა და დიდ დროს არ მოითხოვს. ეს კბილების გახეხვაზე უფრო ადვილია.

პირველ რიგში, რეკომენდებულია ვარჯიში. მუცელზე ძალოვანი ვარჯიშები. ჩვენ ძლიერი პრესი გვჭირდება! ამ ზონაში ძლიერი კუნთები დაგვეხმარება.

ერთი ვარჯიშით და რამდენიმე პატარა ვარჯიშით დაიწყეთ. კუნთები არ გადატვირთოთ. დაე, დატვირთვას თანდათან მიეჩვიოს. დისკომფორტი არ უნდა იგრძნოთ. ვარჯიშმა მხოლოდ სიხარული უნდა მოგიტანოთ. საკუთარი თავი შეაქეთ და წარმატებას დაელოდეთ!

რაციონსაც უნდა გადახედოთ. თქვენს კვების რაციონში თანდათან მეტი და მეტი სასარგებლო პროდუქტი ჩართეთ. ასე მავნე საკვების მიღება ნაკლებად მოგინდებათ. Vivien გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტების სიას, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ცილები

ერთ–ერთი მთავარი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ – ცილების მიღება გაზარდეთ. ასე კანის და კუნთების ტონუსს გაზრდით. ცხიმიანი ზღვის თევზის ცილები განსაკუთრებით სასარგებლოა. ასეთი თევზი ცილების გარდა მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კანის სიმკვრივეს აღადგენენ.

კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

რაციონში ჩართეთ კოლაგენით მდიდარი პროდუქტები. წითელი კენკრა, ხილი და ბოსტნეული, ასევე მარწყვი, პომიდორი, წითელი წიწაკა, ჭარხალი – ისინი მდიდარი არიან ლიკოპინებით, რომლებიც კოლაგენის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ასევე C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები დაგეხმარებათ. C ვიტამინი კოლაგენის წარმოებაში მონაწილეობს, კანქვეშა უჯრედების ფუნქციებს აუმჯობესებს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს. C ვიტამინს იპოვით ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კივი, ბროკოლი, ლიმონი, ანანასი, წიწაკა, მარწყვი, მოცხარი.

კაკალი კოლაგენის შესანიშნავი წყაროა. მარილიანი და შემწვარი კაკალი არ მიირთვათ.

ამ პროდუქტების დახმარებით თქვენი კანის გარეგნულ იერს გააუმჯობესებთ. ამასთან არსებობს პროდუქტები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ, თუ კანის ელასტიურობის დაბრუნება გსურთ.

პროდუქტები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ

მათ მიეკუთვნება შაქარი, ჭარბი მარილი და რაფინირებული ფქვილი.

ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება შეზღუდეთ, რადგან ნაწლავების მუშაობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. მუცლის ზონაში მზის აბაზანებს მოერიდეთ. თუ ქალი ხართ და გარუჯვა გსურთ, ბიკინის ნაცვლად მთლიანი საცურაო კოსტუმი გამოიყენეთ.

კანის აქერცვლა კვირაში 2–ჯერ კარგი პრაქტიკაა. ამისთვის ზეითუნის ზეთის და ზღვის მარილის ნარევი გამოიყენეთ. წრიული მოძრაობით წაისვით.

მშრალი ჯაგრისით მასაჟიც შესანიშნავ შედეგს იძლევა.

შხაპის დროს ძალიან ცხელ წყალს მოერიდეთ. თუ შხაპს ცივი წყლის გადავლებით დაასრულებთ, შედეგს უფრო სწრაფად მიიღებთ.

ამ სასარგებლო რჩევების გამოყენებით, შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი უფრო ელასტიური და მკვრივი გახდა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს