მუცელში ცხიმის დაგროვება ყოველთვის ჭარბ წონას არ უკავშირდება! უბრალოდ ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებები აკლია.
კვლევამ აჩვენა, რომ მუცელში შენახული ცხიმი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ის არტერიების დაბლოკვის და გულის პრობლემების ალბათობას ზრდის. ამასთან ესთეტიკური ასპექტიც უსიამოვნებას იწვევს.
მუცლის ცხიმის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
- მჯდომარე ცხოვრების წესი
- ცუდი დგომა
- გენები
- ტრიგლიცერიდების მაღალი დონე
- სტრესი
- ჰორმონები
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ცუდი კვება და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი. ვივიენი გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც ბუნებრივად და რისკის გარეშე მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტს აღმოფხვრიან და მუცლის ცხიმს გააქრობენ.
- ნიახური – ეს დაბალკალორიული პროდუქტი შეიცავს ბევრ უჯრედისს და დანაყრების შეგრძნებას იწვევს, საკვების მიღებებს შორის მადას ებრძვის. ასევე შეიცავს კალციუმს, რომელიც ნარჩენ ცხიმს აგროვებს და ორგანიზმიდან გამოდევნის.
- ნუში – კაკალი მდიდარია ცილებით, კალციუმით და უჯრედისით, რაც ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. მისი გლიკემიური ინდექსი შაქრის დონის გაკონტროლებასა და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებაში დაგეხმარებათ.
- შვრია – შვრია დანაყრების შეგრძნებას იწვევს. მდიდარია უჯრედისით და ცილებით, ამიტომ შესანიშნავი სასაუზმე პროდუქტია. ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ცნობილია, როგორც სისხლის გამწმენდი პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ცხიმებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან გამოდევნის.
- ბროკოლი – ბროკოლი შეიცავს კალციუმს, უჯრედისს და ვიტამინებს. ეს ელემენტები ნაწლავებს ნაკლები ცხიმის შთანთქმას აიძულებენ, საჭმლის მომნელებელ სისტემას ააქტიურებენ, იმუნურ სისტემას აძლიერებენ. უმი განსაკუთრებით ეფექტურია.
- ლიმონი – ლიმონის ცედრა შეიცავს პექტინებს, რომელიც უჯრედისის შესანიშნავი წყაროა და ყაბზობას ებრძვის. რაც მთავარია, მოხმარებისას წებოვან გელად გარდაიქმნება და კუჭს შაქრის სწრაფად შთანთქმაში ხელს უშლის.
- ჟოლო, მარწყვი და მოცვი – კენკრა უჯრედისით და წყლით მდიდარია, ასევე ფრუქტოზის იდეალურ კონცენტრაციას ფლობს. სწორედ ამიტომ, ძალიან სასარგებლოა. ჟოლო სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. მასში შემავალი ფლავონოიდები ორგანიზმში ნატრიუმის დონეს არეგულირებენ. ასევე ანტოციანების მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ცხიმების და შაქრის ათვისებას ხელს უშლის. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უმი მიირთვით.
- ცხიმიანი თევზი – ომეგა 3–ის მეტნაკლებად გავრცელებული წყარო. ომეგა 3 ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის. შედეგად ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, რაც მუცლის ღრუში ცხიმის წვას აჩქარებს. ცხიმოვანი მჟავები ცხიმის დაგროვებასაც ხელს უშლის.
- მწვანე ჩაი – მწვანე ჩაი ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს, გლუკოზის დონეს არეგულირებს და წნევას ამცირებს. მასში შემავალი პოლიფენოლები სტრესის ჰორმონს აკონტროლებენ. შედეგად, ჭამის გამო შფოთვას და გლუკოზის ცხიმად გარდაქმნას ამცირებს.
- მდოგვი – მდოგვი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და ეფედრინის (ცხიმის წვაზე პასუხისმგებელი ჰორმონი) დონეს ზრდის. ნებისმიერ საკვებში 20 გრ მდოგვის დამატებით რამდენიმე საათში ცხიმის წვას 20%–ით გაზრდით.
- ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი სისხლში გლუკოზის დონეს, ასევე ჭამის შემდეგ ინსულინის დონეს აკონტროლებს. შედეგად, კუჭის დაცლის სიჩქარე მცირდება.
- ცეილონის დარიჩინი – დარიჩინი შაქრის ათვისების უნარს ზრდის. ¼ ჩ/კ დარიჩინი ყოველდღე, 6 კვირის განმავლობაში მიიღეთ, რომ სისხლში შაქრის და მავნე ქოლესტერინის დონე შეამციროთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს