აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა გაზებს აკავებთ

1857

ოდესმე ყოფილხართ სიტუაციაში, როცა დაგროვებულმა გაზებმა დიდი სირცხვილის წინაშე დაგაყენათ და იძულებული იყავით გაზების გამოსვლა შეგეკავებინათ? სიმართლეს თვალებში ჩახედეთ – ჩვენ, ყველა ერთხელ მაინც ასეთ სიტუაციაში ვყოფილვართ.

გაზების შეკავება წნევას და დისკომფორტს ზრდის. დაგროვებულმა ნაწლავებში გაზებმა შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. შედეგად, გაზების ნაწილი სისხლში შეიწოვება და სუნთქვით გამოდის.

მეტეორიზმის ქვეშ ნაწლავების გაზებს ვგულისხმობთ. ისინი საჭმლის მონელების შედეგად კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სწორ ნაწლავში ხვდება. ასევე ნივთიერებათა ცვლის შედეგად სწორ ნაწლავში ხვდება და ანუსში გადის.

როცა ორგანიზმი საჭმელს სწორ ნაწლავში ინელებს, ინგრედიენტები, რომლებიც არ იშლება, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ხელშეწყობით მსხვილ ნაწლავში ხვდება.

ნაწილი ნაწლავის ბაქტერიებით დუღილის შედეგად ნადგურდება. პროცესის დროს წარმოიქმნება გაზები და ქვეპროდუქტები, ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც განმეორებით იწოვება და ორგანიზმის მიერ გამოიყენება.

რა რაოდენობის გაზია ნორმალური?

მკვლევარებს უჭირთ ექსპერიმენტისთვის ხალხს გაზების გამოშვება აიძულონ. საბედნიეროდ, 10–მა ჯანმრთელმა ზრდასრულმა ადამიანმა დღეში გამოყოფილი გაზების რაოდენობა დათვალეს. და აი, რა შედეგი მიიღეს მკვლევარებმა:

საკვლევი სუბიექტები ჩვეულებრივად იკვებებოდნენ. ასევე დღეში 200 გრ ნებისმიერ პარკოსანს იღებდნენ, რომ გაზების წარმოება გაეზარდათ.

24 საათში საშუალოდ 705 მლ გაზებს აწარმოებდნენ, მაგრამ ადამიანზე 476–დან 1490–მდე დიაპაზონში.

გაზის წყალბადი გამოიყოფა დიდი მოცულობით (361 მლ დღეში), შემდეგ ნახშირორჟანგის გაზი (68 მლ დღეში). მეთანი, რომლის დიაპაზონი დღეში 3-დან 120 მლ–მდე მერყეობდა, მხოლოდ სამმა საკვლევმა სუბიექტმა აწარმოა. დანარჩენი გაზი, ძირითადად, აზოტი, 213 მლ/24 საათი შეადგენდა.

ქალებიც და კაცებიც დაახლოებით ერთნაირ გაზს აწარმოებდნენ. საშუალოდ, 24 საათში მეტეორიზმის 8 ეპიზოდი ჰქონდათ (ერთჯერადად ან სერიები). მოცულობა 33-დან 125 მლ–მდე მერყეობს. ამასთან ნაწლავების გაზების უმეტესობა ჭამიდან რამდენიმე საათში გამოიყოფა.

გაზი ძილშიც იწარმოება, მაგრამ 2–ჯერ უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე დღისით (საშუალოდ ღამით –16 მლ/სთ, დღისით კი – 34 მლ/სთ).

ნაწლავებში გაზი სხვადასხვა წყაროდან ხვდება. ეს შეიძლება ჰაერის გადაყლაპვამ გამოიწვიოს. ასევე ნახშირორჟანგის გაზის გამო, რომელიც სწორ ნაწლავში კუჭის მჟავის და კარბონატის შერევით წარმოიქმნება. ასევე გაზები შეიძლება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიებმა წარმოქმნას.

გაზებს სპეციფიკური ამოცანა აქვთ, რომელიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. თუმცა გაზების ჭარბი წარმოება იწვევს მუცლის შებერილობას, კუჭის ტკივილს, ღებინებას და ა.შ.

და ბოლოს, ცუდი ამბავი მათთვის, ვინც ბევრს დაფრინავს. გაზის მოცულობის გაზრდის გამო დაბალი წნევის შემთხვევაში უფრო მეტ გაზს გამოყოფთ, ვიდრე მიწაზე.

თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ზოგადად, სხეულისთვის უკეთესია, თუ გაზების გამოსაყოფად მეთოდებს იპოვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს