ამ დღეებში კისერთან ძლიერ „დამგრილა“, ვერც ვიხრები და ვერც ვშლი. თერაპევტმა მალამო დამინიშნა. თავის მხრივ, დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ თავადაც ამ სიტუაციაში იყო და მარტივი ვარჯიში დაეხმარა.
Vivien გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ვარჯიშს კისრის დისკომფორტის გასაქრობად და მის გასაძლიერებლად.
ჩვეულებრივ, ჩვენი კისერი სამი მიმართულებით მოძრაობს: დახრა, გაჭიმვა და ბრუნი. დისკომფორტს ერთ–ერთი მიმართულება იწვევს. სწორედ ამიტომ, Vivien გთავაზობთ 3 ვარჯიშს თითოეული სიტუაციისთვის.
დაგჭირდებათ მხოლოდ ქამარი. სჯობს ფართო ქამარი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლენტი, სახვევი ან ელასტიური ბინტი გამოიყენოთ. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ გრძელი, ფართო და რბილი ქამარი გამოგადგებათ.
1. ბრუნი
ერთი ხელი მეორე ხელთან მიმართება ისე დაიდეთ, როგორ ჯვარი ჯვართან. დავუშვათ, რომ მარჯვნივ მობრუნებისას ტკივილი გაწუხებთ.
ქამრის ქვედა ნაწილი ოდნავ დაჭიმეთ.
ქამრის მეორე ნაწილი ლოყასთან დაიდეთ. დაიწყეთ თავის მობრუნება უსიამოვნო შეგრძნებების მხარეს.
მსგავსი რამ მეორე მხარესაც შეასრულეთ, თუ დისკოფორტი მარცხენა მხარეს გაწუხებთ.
3-4 მოძრაობა საკმარისია. ყველაფერი ნელა და უსიამოვნო შეგრძნების გამოწვევის გარეშე შეასრულეთ.
ახლა ტესტი ქამრის გარეშე შეასრულეთ. უბრალო თავი მარჯვნივ–მარცხნივ მიაბრუნეთ. თუ უკეთესობას გრძნობთ, ვარჯიში დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
2. გაჭიმვა
ქამარი კეფაზე დაიდეთ, კეფის ბორცვი იგრძენით და ქამარი თქვენ წინ (ქვემოთ არა) გაჭიმეთ.
ხელები 90 გრადუსით მოხრილია.
თავის აწევა დაიწყეთ. 3-4 მოძრაობა საკმარისია.
ყველაზე მთავარია, ნელა და ფრთხილად იმოქმედოთ.
ამის შემდეგ თავის აწევა და დაწევა ქამრის გარეშე სცადეთ. თუ დისკომფორტის შეგრძნება გაქრა, გამოდის ზემოთ აღწერილი ვარჯიში თქვენთვისაა. დღის განმავლობაში თავისუფალ დროს გაიმეორეთ.
3. დახრა
მუშტი ნიკაპის ქვეშ დაიდეთ. მეორე ხელი კეფაზე დაიდეთ.
წინ დაიხარეთ, კეფას ოდნავ დააწექით, მუშტით მოძრაობა შეზღუდეთ, ასე მცირე ზეწოლას შექმნით.
ახლა კვლავ ტესტი ჩაიტარეთ კისერთან მოხრილი ხელის გარეშე. თუ თავს უკეთ გრძნობთ – ვარჯიში თქვენთვისაა!
უმარტივესი ვარჯიშები შეგიძლიათ სახლის პირობებში შეასრულოთ. ზიანს არ მოგაყენებთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სპეციალისტს მიმართეთ!