დღეს Vivien–ის რედაქცია გასწავლით, როგორ შეამციროთ მუცლის გარშემოწერილობა მხოლოდ ორი ვარჯიშის დახმარებით. გამოადგება ყველას, მათაც კი, ვისაც ძალიან დიდი მუცელი აქვს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი ვარჯიში ზარმაცებსაც მოეწონებათ, რადგან მისი შესრულება პირდაპირ სკამზე შეიძლება.
თუ მუცლის ცხიმი გაწუხებთ, წაკითხვა გააგრძელეთ. ან საერთოდ ყველა საქმე გადადეთ და ახლავე ვარჯიში დაიწყეთ!
დაგჭირდებათ მხოლოდ 4 წუთი და სკამი
1. კომფორტულად დაჯექით
- ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ.
- წელი დააფიქსირეთ, ამისთვის მუცელი ძლიერ შეწიეთ.
- მხრები გამართეთ და ხელები სხვადასხვა მხარეს გაშალეთ.
- ხელით ფეხს შეეხეთ.
დახრები მხოლოდ 20 წამით შეასრულეთ. შეგიძლიათ ტელეფონი აიღოთ და წამზომი გამოიყენოთ. ცოტა შეისვენეთ და ვარჯიში კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. სულ ვარჯიში 2 წუთს წაგართმევთ.
2. სკამის წვერზე დაჯექით
- ხელებით სკამის კუთხეს დაეყრდენით.
- ზურგი გამართეთ და მუხლები თქვენკენ მიიზიდეთ. ამის შემდეგ ფეხებით იატაკს შეეხეთ. ვარჯიში ყველასთვის ცნობილ „ველოსიპედს“ ჰგავს.
შესრულების დრო – 2 წუთი, თითოეული მიბრუნება 20 წამი, მცირე შესვენებებით.
ესეც ასე, დამეთანხმეთ, ვარჯიში ნებისმიერ თავისუფალ დროს შეგიძლიათ, მთავარია გახდომის სურვილი გქონდეთ. ასეთი მარტივი ვარჯიშების შედეგს უკვე რამდენიმე დღეში დაინახავთ.