ფოლიუმის მჟავა: შეუცვლელი ვიტამინი, განსაკუთრებით ტვინის, ნერვებისა და გულისთვის

1440

ფოლიუმის მჟავა ან B9 ვიტამინი ხსნადი ვიტამინია. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია B ჯგუფის ვიტამინების შესრულებას, ასევე ნერვული სისტემის ჯანმრთელობასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ხელს უწყობს.

  • B9 ვიტამინის ფუნქციები – მას ძალიან ფართო ფუნქციები აქვს და აუცილებელია ორგანიზმში ზრდის ყველა პროცესისა და სტრუქტურის გასანახლებლად.
  • გენეტიკური სინთეზი – ჯანმრთელ უჯრედებს იცავს და ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში ეხმარება. ნაადრევ დაბერებას და დეგენერაციული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, აფერხებს.
  • რიბონუკლეინის მჟავის წარმოება – ეს ნაერთი ცილების სინთეზში მონაწილეობს და გენეტიკური ინფორმაციის კურიერის როლს ასრულებს. რიბონუკლეინის მჟავა ცილებთან, B12 და C ვიტამინებთან ერთად ცილების საწარმოებლად და სხვა უჯრედული პროცესებისთვის აუცილებელია.
  • ანემიის პრევენცია – B9 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ანემია გამოიწვიოს. მეორე მხრივ, B12 ვიტამინთან ერთად ერითროციტების წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამით ანემიის რამდენიმე ტიპის განვითარებას ხელს უშლის.
  • ნერვული სისტემა – B9 ვიტამინი ნერვული სისტემის მუშაობისთვის აუცილებელი ვიტამინია. დეპრესიის განვითარებას ხელს უშლის. ფაქტიურად, დამტკიცებულია, რომ დეპრესიის დროს ადამიანებს ფოლიუმის მჟავის დეფიციტი აღენიშნებათ.ბოლო კვლევებით აღინიშნა, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს B9 ვიტამინის უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე იმავე ასაკის ადამიანებს, რომელთაც მსგავსი დაავადება არ აწუხებთ.
  • მენოპაუზის სიმპტომები – ეს მჟავა ესტროგენის დონეს ზრდის, მისი დონის შენარჩუნებას ხელს  უწყობს, შედეგად, მენოპაუზის სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, ამცირებს.
  • სიმსივნე – ფოლიუმის მჟავა მისი მთავარი როლის, უჯრედების გამრავლების გამო ახალი უჯრედების სწორად საწარმოებლად აუცილებელია. B9 ვიტამინით მდიდარი საკვები სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარებას აფერხებს. განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის და ზოგიერთი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას ხელს უშლის.
  • გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობა – გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ხელს უშლის და მკურნალობას ხელს უწყობს. ინფარქტს თავიდან აგაცილებთ. B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად ჰომოცისტეინს ანეიტრალებს. ეს ამინომჟავა ცუდ სისხლის მიმოქცევას უკავშირდება.
  • ჯანმრთელი კანი – B9 აუცილებელია კანის, თმის და ფრჩხილების უჯრედების გასანახლებლად. ასევე ნაადრევი ჭაღარის თავიდან აცილებას ხელს უწყობს.

ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტები

ცხოველური წარმოშობის წყაროები – პირველ რიგში, ესაა ხბოს და ქათმის ღვიძლი. ხორცი და თევზი ამ მკვებავი ნივთიერებით ძალიან ღარიბია.

მცენარეული წარმოშობის წყაროები

მცენარეული პროდუქტები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია და უმეტესობა მათგანი ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს.

  • ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხდება შემდეგ მწვანე ბოსტნეულში, როგორიცაა ისპანახი, ბროკოლი, ოხრახუში, მანგოლდი, არტიშოკი, სალათის ფურცლები, ჭარხალი, კომბოსტო.
  • პარკოსნები, როგორიცაა ოსპი, ლობიო და ბარდა.
  • მთელი მარცვლეული და მისი პროდუქტები, ასევე ხილი, როგორიცაა ბანანი, ნესვი, ფორთოხალი (ზოგადად, ციტრუსი) და ავოკადო. ავოკადო ფოლიუმის მჟავით ყველაზე მდიდარი ხილია.

ფოლიუმის მჟავის კარგი მარაგის მისაღებად რეკომენდებულია მიირთვათ ის პროდუქტები, რომელთა ჭამა უმი ან ოდნავ მომზადებული სახით შეიძლება.

ფოლიუმის მჟავის დანამატები მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღეთ.

ფოლიუმის მჟავის დანამატები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა, ძუძუთი კვება
  • ალცჰაიმერის დაავადება, ასევე გაფანტული სკლეროზი და სტატიკური ჭკუასუსტობის პროფილაქტიკა
  • სიმსივნის პროფილაქტიკა
  • ანემია, ასევე ანტიბიოტიკების მიღება
  • ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკული დამოკიდებულება
  • არასწორი კვება, ასევე ცუდი საჭმლის მონელება

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სხვა დანამატებთან ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედების გათვალისწინება, როგორიცაა:

  • C ვიტამინი, რადგან ის ფოლიუმის მჟავის დაჟანგვას ხელს უშლის.
  • მინერალები, როგორიცაა რკინა, მანგანუმი და სპილენძი, ფოლატს შლის.
  • B12 ვიტამინი ფოლიუმის მჟავასთან ერთად მოქმედებს. რეკომენდებულია, ერთად მიიღოთ.
  • მწვანე ჩაი, როგორც კატეხინებით მდიდარი სხვა პროდუქტები, ფოლიუმის მჟავის მოქმედებას ამცირებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს