მაგნიუმის დეფიციტი: სიმპტომები, რისკები და სწრაფად აღდგენის მეთოდები

3687

მაგნიუმი ჩვენი პლანეტის ათ საუკეთესო და მეტნაკლებად ყველაზე გავრცელებულ მინერალს შორის შედის. ასევე ხუთი მთავარი მინერალიდან ერთ–ერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება და მთლიანი მოცულობის ნახევარი ძვლებში მდებარეობს.

როგორც სხვა მინერალების და ვიტამინების შემთხვევაში მილიონობით ადამიანს მაგნიუმის დეფიციტი აწუხებს და ამის შესახებ არც იციან. ჯერჯერობით ზუსტი ტესტი არ არსებობს იმის დასადგენად, აქვს თუ არა ადამიანს მაგნიუმის დეფიციტი. მაგრამ ზოგიერთი სიმპტომი ამ მდგომარეობის შესახებ გვაფრთხილებს.

რისთვის გვჭირდება მაგნიუმი? აი, რამდენიმე მთავარი პრობლემა, რომელთა მოგვარება მაგნიუმს შეუძლია.

  • არტერიული წნევის დარეგულირებაში ერევა.
  • ძვლებს აძლიერებს და ოსტეოპოროზს აფერხებს.
  • გულის დაავადებების განვითარებას ხელს უშლის.
  • დიაბეტის, ასევე ასთმის მკურნალობას ხელს უწყობს.
  • დეპრესიას და შფოთვას აქრობს, ძილს არეგულირებს.
  • ცილების წარმოებას ხელს უწყობს.
  • წონის კლებას, ასევე სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.
  • გულის შეტევას, ასევე ინსულტს აფერხებს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ! ორგანიზმი საჭმლის მონელების დროს მაგნიუმს ცუდად ითვისებს, თუ სხვა მინერალიც აკლია.

მაგალითად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მაგნიუმის, D ვიტამინის და კალციუმის ბალანსის დაცვა აუცილებელია. როცა ორგანიზმი აუცილებელ კალციუმს იღებს, მაგნიუმი უჯრედებიდან მის მოცილებაში დაგეხმარებათ. მაგნიუმის დეფიციტისას კალციუმი გროვდება და მოქმედებს, როგორც ტოქსინი, იმის ნაცვლად, რომ ძვლებში ჯანსაღი მეთოდით შეიწოვოს.

მაგნიუმის დეფიციტის ძირითადი ნიშნები

როგორც წესი, მაგნიუმის დეფიციტის დროს ადამიანი გაღიზიანებულია და სტრესის ან შფოთვის მაღალი დონე აქვს. ასევე ნაკლებად კონცენტრირებული და ენერგია დაცლილია. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგნიუმის დეფიციტის ძირითადი ნიშნებია:

  • ხმაურისადმი მგრძნობელობა
  • ძილის დარღვევა, ასევე თავის ტკივილი
  • დეპრესია
  • სხეულის ტემპერატურის ცვლილებები
  • კუნთების დაჭიმვა, ასევე ფეხის კრუნჩხვები
  • საჭმლის მონელების პრობლემები

ზოგჯერ აღინიშნება მადის დაკარგვა ან გულისრევის შეგრძნება. დიდი ხნის განმავლობაში მაგნიუმის დეფიციტის დროს სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. ასევე უფრო სერიოზული ნიშნებიც განვითარდეს, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა და განწყობის მკვეთრი ცვლილება.

მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები

ცნობილია, რომ მაგნიუმის დონესა და გულის დაავადებების პროფილაქტიკას შორის კავშირი არსებობს. ჩვეულებრივ, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაცვლილებს მაგნიუმის დაბალი დონე აქვთ.

მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება თირკმლებში კენჭების განვითარება გამოიწვიოს. ეს მინერალი შარდში კალციუმის დაშლას ამარტივებს. მისი დეფიციტის დროს კი არტერიული წნევა, მენსტრუაციული სპაზმები, უძილობა და სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან მაგნიუმის დეფიციტი

მაგნიუმის ჯანმრთელი დონის მხარდასაჭერად პირველი ნაბიჯია პრობლემების ძირითადი მიზეზის დადგენა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კვებასთან, წყლის ხარისხთან, კოფეინის ყოველდღიურ მიღებასთან, ალკოჰოლთან ან გადამუშავებულ პროდუქტებთან. ასევე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების და შარდმდენი პრეპარატების გამოყენებით.

კვების რაციონში ჩართეთ:

  • მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
  • მზესუმზირას და გოგრის თესლი
  • ოსპი, ლობიო, ბარდა, თურქული ბარდა
  • ავოკადო, ბრინჯი, ბანანი და კაკაო

ბოლოს შეგახსენებთ, რომ D ვიტამინი მაგნიუმის ათვისებაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. D ვიტამინის დონე მზის სხივების უსაფრთხო ზემოქმედებით გაზარდეთ. ასევე მიირთვით პროდუქტები, როგორიცაა თევზის ქონი, თინუსი, სოკო, კვერცხის გული, რძე და ყველი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს