ვიშორებთ უშნო ცხიმს და ჩამოწელილ კანს ზურგზე სწრაფად და ეფექტურად

897

დაკიდული ცხიმები, ჩამოწელილი კანი და ზედმეტი მოცულობა ზურგსა და გვერდებში – ეს ქალის ფიგურის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელთან დამშვიდობება ბევრს სურს.

ამ პრობლემას ბევრი, ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ადამიანი აწყდება.ასაკთან ერთად ზურგზე ცხიმოვანი ფენები უფრო ფხვიერი ხდება, კანი იწელება და კუნთები ტონუსს კარგავს. შედეგად, ზურგი ვიზუალურად მიმზიდველი აღარაა.

ყველამ არ იცის, რომ ამ ნაკლოვანებების მოშორება ძალიან სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება. დღეს Vivien–ის რედაქცია ერთ–ერთ ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობას, რომ შესასრულებლად რაიმე განსაკუთრებული უნარი და სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება.

თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ არაწელვადი ნაჭრის პირსახოცი. მისი დახმარებით ზურგის ზონას კარგად დაამუშავებთ და ლამაზი ზურგის და სწორი დგომის სახით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

როგორ შევასრულოთ:

  1. საწყისი პოზა – იატაკზე კომფორტულად დაწექით.
  2. მუცელზე დაწექით, ხელებით დახვეული პირსახოცი დაიჭირეთ და დაჭიმეთ (ხელები სხვადასხვა მიმართულებით გაწელეთ).
  3. ხელები თქვენ წინ გამართული უნდა გქონდეთ.
  4. ხელებს შორის სიგანე მხრების სიგანეზე მეტი არ უნდა იყოს. პოზა ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები, მაგრამ ხელებს შორის მანძილი სჯობს გაზარდოთ
  5. ხელები არ მოხაროთ და ზემოთ ასწიეთ, შემდეგ რამდენადაც შეძლებთ, უკან გადაწიეთ.
  6. დაჭიმული პირსახოცი აუცილებლად დაიჭირეთ, ასე ეფექტს გააძლიერებთ. ყოველჯერზე ხელების სულ უფრო უკან და უკან გადაწევა სცადეთ. საბოლოოდ, ბარძაყებთან მიტანას მოახერხებთ. რიგი ინდივიდუალური მახასიათებლების გამო ზოგი ამის გაკეთებას პრაქტიკულად თავიდანვე ახერხებს. ეფექტს მაინც დაინახავთ, იმის მიუხედავად რამხელაა მოძრაობის ამპლიტუდა. მთავარია, კუნთების დაჭიმვა იგრძნოთ და თქვენს ლიმიტამდე შეასრულოთ.
  7. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.

ასეთი მარტივი ტექნიკის დახმარებით სწრაფ შედეგს მიიღებთ და სხეულის ასაკობრივ ცვლილებებს შეებრძოლებით.

ზურგის კუნთები ასეთ ვარჯიშზე კარგად რეაგირებს და ეფექტის შეფასებას მოკლე დროში შეძლებთ. ყოველდღე პირსახოცით ვარჯიში არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას მოგიგვარებთ, არამედ ჯანმრთელი ზურგის კარგი პროფილაქტიკა იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს